ქათმის გრილი – მახასიათებლები და ნიუანსები 2023
გემრიელად შემწვარი ხორცი ყოველ მეორე ადამიანს უყვარს. ამიტომ განსაკუთრებული პოპულარობით ქათმის შესაწვავი გრილის აღჭურვილობა სარგებლობს.
გემრიელი და ხრაშუნა მადისაღმძვრელი ქერქი, შემწვარი ქათმის არომატი – ასეთ გემრიელობას რთულია წინააღმდეგობა გაუწიო. სწორედ ამიტომ, ასეთი ტექნიკა საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციაა არა მხოლოდ რესტორნებისთვის, არამედ მობილური კვების ობიექტებისთვისაც.
ქათმის გრილი
ქათმის გრილის აპარატი არსებობს ელექტრო და გაზზე მომუშავე, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. გრილის მოდელის არჩევისას უნდა დაეყრდნოთ გამოყენების პირობებს, წარმოების მოცულობასა და ღირებულებას.
პროფესიონალური ქათმის გრილი – მთავარი უპირატესობები:
- მინიმალური მომსახურება;
- მოწყობილობის სისუფთავის შენარჩუნების სიმარტივე;
- მარტივი და გამძლე მოწყობილობა;
- მაღალი პროდუქტიულობა – მოწყობილობაზე რამდენიმე ათეული ქათმის მომზადება შეიძლება ერთდროულად;
- გარემოსდაცვითი და დადგენილი სტანდარტების შესაბამისობა დაცვა;
- დამზადებულია გამძლე უჟანგავი ფოლადისგან, რაც მზა პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს და მდგრადია კოროზიის მიმართ;
- უსაფრთხოა ექსპლუტაციის დროს.
კარუსელის ტიპის გრილი თუ შამფურის გრილი – რომელი ჯობია?
პირველ ტიპში პროდუქტებს ათავსებენ სპეციალურ კალათებში, რაც თანაბარ შეწვას უზრუნველყოფს. მეორეში, შამფურები ბრუნავს. აქ რთულია მკაფიო ლიდერის დასახელება ფუნქციონირებისა და მწარმოებლურობის თვალსაზრისით. ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ მახასიათებლებზე, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა კრიტერიუმებს. თუ მრავალფეროვანი პროდუქციით მომხმარებლის გაოცება გსურთ, მაშინ კარუსელის ტიპის გრილი შეარჩიეთ. მაგრამ თუ თქვენ პროცესის დემონსტრირება გსურთ, მთელი თავისი ბრწყინვალებით, მაშინ შამფურის ტიპის გრილი გამოგადგებათ.
როგორ ავირჩიოთ პროფესიონალური ქათმის გრილი?
გრილი ს ფასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამასთანავე რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ ფუნქციონალურობას და დაწესებულების მუშაობის ტიპსა და ფორმატს დაეყრდნოთ. რაც შეეხება საიმედოობასა და გამძლეობას, ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებელზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მწარმოებლურობა, რომელიც მომხმარებლის გამტარუნარიანობითა და რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.
“ჰორეკა სექტორი” -სთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა და აქსესუარები ჩვენთან კასპიგრუპში