როგორ უნდა შევარჩიოთ რესტორნის, სწრაფი კვების ობიექტის, ბარისა და სასტუმროს სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა (2023)

როგორ უნდა შევარჩიოთ რესტორნის, სწრაფი კვების ობიექტის, ბარისა და სასტუმროს სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა (2023)

პროფესიონალური აღჭურვილობა

პროფესიონალური აღჭურვილობა

 

თუ გსურს გახსნა კვების ობიექტი და მიიღო ინდუსტრიული სამზარეულოს მიმართულებით სრული მომსახურება მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა.

👉კონსულტაცია
👉პროექტირება
👉დანადგარების მიწოდება
👉ნაწილების მიწოდება
👉მონტაჟი
👉ტექნიკური სერვისი

 

CaspiGroup არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 7 ქვეყანაში და საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

 

CaspiGroup არის პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობის წამყვანი მომწოდებელი. ჩვენთან მაღალხარისხიანი და პრაქტიკაში გამოცდილ წამყვანი ევროპულ ბრენდების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. გთავაზობთ სამზარეულოს აღჭურვილობის ბარებისთვის, კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, სწრაფი კვების ობიექტებისთვისა და სუპერმარკეტებისთვის.

ჩვენი მაღაზიის ასორტიმენტში თითოეულ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს და შეიძინოს მხოლოდ მაღალხარისხიანი და პრაქტიკაში გამოცდილი წამყვანი ბრენდების ტექნიკა.

 

 👉 კასპიგრუპი ნებისმიერ ეტაპზე მზად არის მომსახურება გაუწიოს კომპანიებს, რომელთაც სურთ პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვა ან უკვე არსებულის განახლება.

 

სწრაფი კვების ობიექტი

სწრაფი კვების ბიზნესის პოპულარობა მზარდია. ქალაქის ცხოვრების რიტმი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი დრო დავუთმოთ  საუზმესა და სადილს. უმეტესობა მიირთმევს იმას, რასაც  გზად წააწყდება, ეს იქნება პიცა, ღვეზელი, დონატი თუ სხვა.  ყოველ წლიურად სხვადასხვა ფორმატის, ტიპისა და ზომის  სწრაფი კვების ობიექტები იხსნება.

 

სწრაფი კვების ტექნიკურად აღჭურვა წარმოების მოცულობისა და მენიუს გათვალისწინებით ხდება. თუ ქუჩის ფორმატში  მხოლოდ ყველაზე საჭირო კომპაქტური მოწყობილობები თავსდება, მაშინ ასორტიმენტი ფოკუსირებული იქნება ერთი ან ორი ტიპის კერძზე, დიდ პროფესიონალურ სამზარეულოში კი, გათბობისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ძირითადი ერთეულების გარდა, პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანაც უნდა დამონტაჟდეს.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ სწორად შერჩეული ინდუსტრიული სამზარეულოს ინვენტარი  კაფეებსა და რესტორნებს მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.  აღჭურვილობის არჩევისას გახსოვდეთ:

– სურსათის შესანახად  საჭიროა, თერმული ვიტრინები და მაგიდები, სამაცივრე და გასაყინი დანადგარები, წვენების გამაგრილებლები და მოსახერხებელი თაროები;

– მომხმარებელთა სწრაფი მომსახურებისთვის, სპეციალიზებულ მოსამზადებელ მოწყობილობებზე დიდი მოთხოვნაა: დონატები, ქათამი, სოსისები და ა.შ.

– პერსონალის სწრაფი და მაღალხარისხიანი ფუნქციონირებისთვის დაგჭირდებათ მაღალეფექტური აპარატურა და მოწყობილობები ინგრედიენტების დასაჭრელად, დასაქუცმაცებლად და ასარევად: ყველის სახეხი, საჭრელები და მიქსერები.

თანამედროვე ბაზარზე აღჭურვილობის არჩევანი დიდია.  სწრაფი კვების აღჭურვილობის  შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ  ტექნიკის ძირითადი კრიტერიუმები გაითვალისწინეთ: კომპაქტურობა, საიმედოობა, მაღალი ხარისხი და პროდუქტიულობა.

 

როგორ გავხსნათ სწრაფი კვების ობიექტი

განსაზღვრული გაქვთ, როგორ მოიზიდავთ მომხმარებელს? ბლინები, პიცა, შემწვარი ქათამი თუ ახლად გამომცხვარი ცომეული? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კაფეს მენიუ,  პროფესიონალური ტექნიკა დაგჭირდებათ: პიცის პრესი, გრილი, ორთქლის ღუმელი, საჭრელები, “სლაისერები”, ყველის სახეხები, ბოსტნეულის საჭრელები; კრეპის აპარატი, ფრის აპარატი და კერძების სადემონსტრაციო თერმული ვიტრინები.

 

 

 

 

 

პროფესიონალური აღჭურვილობა

ინვენტარის შეკვეთა

გარდა მსხვილი ტექნიკისა შესაძლებელია სერვირებისთვის საჭირო ნებისმიერი დეტალის მოძიებაც. ყველაფერი რაც გჭირდებათ პროფესიონალური სამზარეულოს სრულფასოვანი მუშაობისთვის:

  • სხვადასხვა სიმაღლის, დიამეტრის, მოცულობის ქვაბების და ტაფების ნაკრები;
  • სხვადასხვა სიღრმის ჯამები;
  • საცხობი სინები;
  • სხვადასხვა ფორმის ტაფა;
  • ფორმები პიცისა და სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმისთვის;
  • საკვების შესანახი კონტეინერები;
  • სხვადასხვა დანები, მაკრატელი, ჩოპერები და სხვა ხელსაწყოები.

 

ფართო ასორტიმენტი მოიცავს ყველაფერს, რაც პროფესიონალური სამზარეულოსთვის არის საჭირო. თქვენ შეარჩევთ წამყვანი ბრენდების  სრულ ნაკრებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. სამზარეულოს ინვენტარის თითოეული ტიპი წარმოდგენილია მრავალი სახეობით,  ფორმებით, ზომებითა და დამატებითი ელემენტებით.

 

სამზარეულოს ინვენტარი ბიზნესისთვის

კაფეს, რესტორნის, თუნდაც მცირე სასადილოს გახსნის ან რეორგანიზაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების ობიექტში წარმოების პროცესის ორგანიზებას. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამზარეულოს ინვენტარი. და არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატითა და მოცულობით აპირებს თქვენი დაწესებულება მუშაობას, წარმოების არეალში მოწყობილობები, აღჭურვილობა და ინვენტარი უნდა იყოს პროფესიონალური და მაღალი ხარისხის. ინვესტიცია ნამდვილად გამოიღებს შედეგს, რადგან აღჭურვილობა მზარეულების სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს. ეს  კერძების ხარისხისა და გემოვნური მახასიათებლების გაუმჯობესებას გამოიწვევს,  და შედეგად, მოგებას გაზრდის.

 

ყველა საჭირო სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა  შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან.

 

      

კასპიგრუპიკასპიგრუპი  მომხმარებელს შეკვეთის შესრულების დროულობასა და სიზუსტეზე  გარანტიას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ როგორც ჩვენს, ასევე სხვების დროს, რადგან ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ვიწვევთ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 032 255 08 18
📍ბოჭორმის ქ. 29 (თბილისი)
👉 www.caspigroup.ge