სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვების ობიექტებისთვის (2023)

სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვების ობიექტებისთვის (2023)

სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვების ობიექტებისთვის

სწრაფი კვების ბიზნესის პოპულარობა მზარდია. ქალაქის ცხოვრების რიტმი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი დრო დავუთმოთ  საუზმესა და სადილს. უმეტესობა მიირთმევს იმას, რასაც  გზად წააწყდება, ეს იქნება პიცა, ღვეზელი, დონატი თუ სხვა.  ყოველ წლიურად სხვადასხვა ფორმატის, ტიპისა და ზომის  სწრაფი კვების ობიექტები იხსნება.

სწრაფი კვების ტექნიკურად აღჭურვა წარმოების მოცულობისა და მენიუს გათვალისწინებით ხდება. თუ ქუჩის ფორმატში  მხოლოდ ყველაზე საჭირო კომპაქტური მოწყობილობები თავსდება, მაშინ ასორტიმენტი ფოკუსირებული იქნება ერთი ან ორი ტიპის კერძზე, დიდ პროფესიონალურ სამზარეულოში კი, გათბობისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ძირითადი ერთეულების გარდა, პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანაც უნდა დამონტაჟდეს.

 

“ფასტ ფუდმა” მსოფლიო თანდათან დაიპყრო. ყველაფერი დაიწყო ამერიკული კომპანია White Castle- ით. 1921 წელს გახსნილი დაწესებულება პირველი იყო, ვინც საზოგადოებას ჰამბურგერი შესთავაზა. უფრო მეტიც, მფლობელები არა მხოლოდ ამ ფორმატის პირველი წარმომადგენლები გახდნენ, არამედ მარკეტინგის სპეციალისტებიც. მათ ჰამბურგერები მიჰყიდეს სპეციალურად დაქირავებულ ადამიანებს თეთრ ხალათებში, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ექიმებიც კი შიშის გარეშე ყიდულობენ საკვებს, რაც იმას ნიშნავს რომ ის უვნებელია. მოგვიანებით, 1948 წელს ბაზარზე შემოვიდა მთავარი კონკურენტი «McDonald’s». საქართველოში პირველი მაკდონალდსი გაიხსნა 1999 წელს. მაგრამ თავად ”სწრაფი კვების” კონცეფცია ზუსტად ჩამოყალიბდა 1951 წელს. KFC ქსელი ფართოდ გავრცელდა – წვნიანი ხრაშუნა ქათამი და ქათმის სხვა კერძები გახდა კომპანიის სავაჭრო ნიშანი.

ელექტრო გრილმა შესაძლებლობა მისცა კვების ობიექტს  დიდი რაოდენობით პროდუქცია ეწარმოებინა.

სწრაფი კვების საწარმოების აღჭურვა

დღესდღეობით კვების ობიექტების სწრაფი კვების ფორმატის ორგანიზება HoReCa– ში ყველაზე მომგებიან ინვესტიციად ითვლება. თავად განსაჯეთ, რესტორნის სტანდარტების მიხედვით ინვესტიციები მინიმალურია, მოგება კი მაღალი. დაწესებულებების აღჭურვილობის კომპლექტი პირდაპირ დამოკიდებულია გაყიდულ კერძებზე.

განსაზღვრული გაქვთ, როგორ მოიზიდავთ მომხმარებელს? ბლინები, პიცა, შემწვარი ქათამი თუ ახლად გამომცხვარი ცომეული? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კაფეს მენიუ,  პროფესიონალური ტექნიკა დაგჭირდებათ: პიცის პრესი, გრილი, ორთქლის ღუმელი, საჭრელები, “სლაისერები”, ყველის სახეხები, ბოსტნეულის საჭრელები; კრეპის აპარატი, ფრის აპარატი და კერძების სადემონსტრაციო თერმული ვიტრინები.

სწორად შერჩეული ინდუსტრიული სამზარეულოს ინვენტარი  კაფეებსა და რესტორნებს მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.  აღჭურვილობის არჩევისას გახსოვდეთ:

– სურსათის შესანახად  საჭიროა, თერმული ვიტრინები და მაგიდები, სამაცივრე და გასაყინი დანადგარები, წვენების გამაგრილებლები და მოსახერხებელი თაროები;

– მომხმარებელთა სწრაფი მომსახურებისთვის, სპეციალიზებულ მოსამზადებელ მოწყობილობებზე დიდი მოთხოვნაა: დონატები, ქათამი, სოსისები და ა.შ.

– პერსონალის სწრაფი და მაღალხარისხიანი მუშაობისთვის დაგჭირდებათ მაღალეფექტური აპარატურა და მოწყობილობები ინგრედიენტების დასაჭრელად, დასაქუცმაცებლად და ასარევად: ყველის სახეხი, საჭრელები და მიქსერები.

თანამედროვე ბაზარზე აღჭურვილობის არჩევანი დიდია.  სწრაფი კვების აღჭურვილობის  შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ  ტექნიკის ძირითადი კრიტერიუმები გაითვალისწინეთ: კომპაქტურობა, საიმედოობა, მაღალი ხარისხი, პროდუქტიულობა და ერგონომიულობა.

კარტოფილი ფრის მოსამზადებლად,  ელექტრო კარტოფილის სათლელი და ფრის აპარატი დაგჭირდებათ. ფრის აპარატი სამაგიდე და იატაკზე დასადგმელია,  ის  + 60 – დან +200 ° С – მდე ტემპერატურაზე  მუშაობს. აპარატი უზრუნველყოფს მენიუში ერთდროულად  რამდენიმე კერძის დამატების შესაძლებლობას:  ქათმის ბარკლები და ფრთები, ფრი, თევზი, ღვეზელი. იმისათვის, რომ მომხმარებლები ცხელი ჰოთ-დოგებით უზრუნველყოთ, დაგჭირდებათ გრილი. ასევე კარუსელის ტიპის გრილი სპეციალური თაროთი პურ-ფუნთუშეულის გასათბობად.

სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა ინდუსტრიული სამზარეულოს ინვენტარი

სამზარეულოს ტექნიკა:

კრეპის აპარატი სხვადასხვა შიგთავსით სურნელოვანი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებთ, რომელთა მოთხოვნა კაფეებსა და რესტორნებში ყოველთვის არის.  კრეპის აპარატი ორი ან ერთი ზედაპირითაა. პიცის დასამზადებლად კი საჭიროა აღჭურვილობის მთელი არსენალი: ცომსაზელი, ცომის გასაბრტყელებელი, სამუშაო მაგიდა და ვიტრინა მაცივარი, ასევე პროფესიონალური პიცის ღუმელი. ‘სლაისერი’ და ბოსტნეულის საჭრელი  ‘ტოპინგისა’ და სენდვიჩებისთვის ინგრედიენტების მომზადებაში დაგეხმარებათ.

 

კრეპისა და ვაფლის აპარატები, სამწვადე, ჰოდ-დოგის აპარატები,  მოწყობილობები შაურმისა და დონატებისთვის, ქათმის გრილები, მიქსერები, ელექტრო ფრის აპარატი, მაცივარი, საყინულეები და წვენების გამაგრილებლები – ეს ყველაფერი და მრავალი სხვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს შოურუმში და კატალოგში. ჩვენი სპეციალისტები თქვენი დაწესებულების შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში დაგეხმარებიან.

სამზარეულოს პროფესიონალური აღჭურვილობა
პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა სარესტორნო დანადგარები
ინდუსტრიული დანადგარები რესტორნის სამზარეულოს ტექნიკა
დანადგარები რესტორნის სამზარეულოს ტექნიკა პროფესიონალური