აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი – (2024)
აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი
აზიური სამზარეულო უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. აზიური სამზარეულოს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გარდა ასევე ახასიათებს უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარჩებლო თვისებები, მაგალითად: წონის სწრაფი კორექცია, სიმსიმნის პრევენცია, არტერიულლი წნევისა და ქოლესტერინის დაბალანსება, გულისისხლძარღვთა ჯანმრთელობა, განწყობის ამაღლება და ა.შ.
თუ გსურთ გახსნათ საკუთარი აზიური რესტორანი და გჭირდებათ ამისთვის საჭირო აღჭუვილობა, მაშინ ამ სტატიაში ყველა თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.
საკუთარი რესტორნის ფლობას ბევრი უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა პირველ რიგში გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ საზოგადოებისთვის შემქნათ სასიამოვნო გარემო, სადაც შეძლებენ შესვენებებზე ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საყვარელ ადამიანთან ერთად ან თუნდაც მარტო განტვირთვას. მიუხედავად იმისა რომ რესტორნის გახსნა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული საბოლოო შედეგად ნამდვილად ღირს, რადგან შანსი გაქვთ თქვენი შემოსავალი გაზარდოთ საკმაოდ დიდი პროცენტულობით, რადგან დღეს კვების ობიექტებს დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების მხრიდან.
ერთ-ერთი პოპულარული საკვები საქართველოში ხომ აზიური წარმომავლობისაა? სწორედ ამიტომ თუ გსურთ დღესვე დაგეგმოთ საკუთარი რესტორნის გახსნა – მაშინ თქვენთვის საინტერესო იქნება თუ რომელია აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი.
- როგორი ტიპის სერვისის შეთავაზებას აპირებთ?
გსურთ თქვენი რესტორანი მხოლოდ მიწოდების სერვისზე იყოს მორგებული თუ თქვენს სივრცეში მირთმევას სთავაზობთ მომხმარებელს? თავისუფლად შესაძებელია ორივე ტიპის შეთავაზება. - უკვე შეარჩიეთ ადგილმდებარეობა თქვენი რესტორნისთვის?
თუ უკვე მოიფიქრეთ როგორი სერვისის შეთავაზებას აპირებთ თქვენი მომხმარებლისთვის, ახლა დროა შეარჩიოთ მდებარეობა. - ახლა დროა შეარჩიოთ რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი:პირველ რიგში დაგვიკავშირდით ჩვენ და დაგეგმეთ თქვენი სამზარეულოს განლაგება ჩვენი პროექტ მენეჯერის დახმარებით, ვიზიტის დანიშვნა შესაძლებელია აქ.
აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი აღწერილობითა და ვიზუალურად:
ვოკის გაზქურა
wok გაზქურის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი სამზარეულოს მუშაობის პროცესის ოპტიმიზაცია და დროის შემცირება, რაც საშუალებას მოგცემთ მოემსახუროთ უფრო მეტ მომხმარებელს და გაზარდოთ თქვენი მომგებიანობა.
- ანტიკოროზიული
- ზომა: 400 x 730 x 900 მმ
- გაზზე მომუშავე
- სიმძლავრე 10 კვტ
- სათავსო
ბრინჯის სახარში ქვაბი
იმისათვის რომ ბრინჯი იდეალურად გამოიყურებოდეს ამისათვის საჭიროა სწორი მოხარშვა. სწორ და იდეალური მოხარშვას უზრუნველყოფს ბრინჯის სახარში ქვაბი, სადაც შეცდომა და პროდუქტის გაფუჭება გამორიცხულია.
- უჟანგავი ფოლადის დიზაინი
- მოცულობა 4.2 ლ.
- ბრინჯის, ბოსტნეულის მოსამზადებლად,
კვერცხი, ზღვის პროდუქტები და ა.შ. - მომზადების ავტომატური ტემპერატურის შენარჩუნება.
- მოყვება ბრინჯის კოვზი და ბრინჯის ჭიქა.
ფრის აპარატი
ფრის შესაწვავი აპარატი არამხოლოდ ფრანგული ფრის შესავავად გამოიყენება, არამედ სხვა ბევრი პროდუქტის შეწვაა შესაძლებელიი სწორედ ამიტომ აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
მარეგულირებელი გათბობის სისტემა
უზრუნველყოფს ერთგვაროვანი სითბოს განაწილებას და ინარჩუნებს სისუფთავეს.
ზეთის ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია მაქსიმუმ 180°-მდე.
აპარატი ადვილად უძლებს ხანგრძლივ დატვირთვას.
“ავტომატური გამორთვის” ფუნქცია;
შესაწვავი გრილი (ელექტრო)
ზომა (მმ): 600x600x300
სიმძლავრე: 6 კვტ
პასტის სახარში
შოკ მაცივარი – თევზისთვის
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოში სერიოზული ყურადღება ეთმობა სურსათის უვნებლობის საკითხს, ვინაიდან საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ, ახალმა ტექნოლოგიებმა და გარემოში მიმდინარე პროცესებმა ხელი შეუწყო ახალი საფრთხეების წარმოშობასა და სურსათით გამოწვეული დაავადებების ზრდას. მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აუცილებელი გახდა სტანდარტების დაწესება, რომელიც თავიდან აგვარიდებს ყოველგვარ საფრთხეს როგორც ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით ასევე პროდუქტის გაუფასურების კუთხით. სწორედ ასეთი პროდუქტია შოკ მაცივარი
ვოკის ტაფა
აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვოკის ტაფას
უჟანგავი ფოლადის მაგიდები და თაროები (სტელაჟები)
მაგიდები სურვილისამებრ აღჭურვილია დამატებითი ქვედა თაროებით, სადაც მოათავსებთ თასებსა და სხვა აქსესუარებს
მაგიდა მაცივრები ან ვერტიკალური მაცივრები
სუშის ვიტრინა მაცივარი
მაქსიმალური შესრულება მინიმალური მოხმარებით (50%-მდე დაზოგვა)
დასაკეცი მინა მარტივი გაწმენდისთვის.
უახლესი თაობის მაღალი სიმძლავრის LED განათება.
ელექტრონული რეგულირებადი თერმოსტატი
უმაღლესი ხარისხის ჰერმეტული, ჩუმი და ვენტილირებადი ტურბო კომპრესორი.
დამზადებულია AISI304 უჟანგავი ფოლადისა და თერმირებული მინისგან.
დისპლეი მაქსიმალური ხილვადობით.
ინახავს საკვებს 2º-დან 6º-მდე
კომპაქტური მოდელები, ინსტალაციის საჭიროების გარეშე.
ბოლოს რომ შევაჯამოთ რომელი მნიშვნელოვანი აღჭურვილობაა საჭირო რესტორნის გასახსნელად:
- ვოკის გაზქურა
- ბრინჯის სახარში ქვაბი
- ფრის აპარატი
- შესაწვავი გრილი
- პასტის სახარში
- შოკ მაცივარი – თევზისთვის
- ვოკის ტაფა
- უჟანგავი ფოლადის მაგიდები
- უჟანგავი ფოლადის თაროები
- საყინულე მაცივარი
- სუშის ვიტრინა მაცივარი
- + ტემპერტურის მაცივარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.
მადლობა ყურადღებისთვის!
ბოლო ჩანაწერები
- ყინულის აპარატი – დაზოგე დრო და იყავი უფრო ეფექტური 2024
- აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი – (2024)
- რატომ უნდა გავყინოთ შოკ მაცივარის დახმარებით (2024)
- რა არის საჭირო იმისათვის რომ აღიჭურვოს სტაფის სასადილო ხაზი – ცხელი და ცივი ხაზი (2023)
- რესტორნის სამზარეულოს მოწყობა, პროექტირება და ტექნიკურად აღჭურვა (2023)