Phone: +995 322 55 08 18

როგორ ავირჩიოთ ყინულის აპარატი?

როგორ ავირჩიოთ ყინულის აპარატი?

calendar   04-19-2021
როგორ ავირჩიოთ ყინულის აპარატი?

ყინულის აპარატი სპეციალური სამაცივრე მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც დიდი რაოდენობით ყინულის წარმოებაა შესაძლებელი. თუ თქვენს პროფესიონალურ სამზარეულოში  სასმელების დასამზადებლად ან საკვების გასაგრილებლად ყინულს ხშირად იყენებთ, მაშინ მსგავსი დანადგარი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ მომზადებულმა ყინულმა დიდხანს გაძლოს,  სპეციალური საცავით სარგებლობენ. ის შეიძლება ჩაშენებული, ან ცალკე დამოუკიდებელი აპარატი იყოს.

ყინულის აპარატის ტიპები

 

ინსტალაციის მეთოდით:


სამაგიდე. ძირითადი უპირატესობებია კომპაქტურობა და მარტივი ინსტალაცია. ჩვეულებრივ, ის კაფეებსა და ბარებში, მცირე კვების ობიექტებში გამოიყენება. კომპაქტური ზომები, მაგიდასა და სხვა მოწყობილობებზე, კანალიზაციასთან დამატებითი კავშირის გარეშე დამონტაჟების საშუალებას იძლევა.


დასადგმელი. ის კომუნიკაციებთან  მიერთებას, ფილტრების მოვლასა და შეცვლას საჭიროებს. მთავარი უპირატესობა მაღალი მწარმოებლურობაა.  ამ ტიპის ყინულის აპარატი იმ დაწესებულებებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ვიზიტორთა დიდი ნაკადია და დიდი რაოდენობით ყინულია საჭირო.



წყლის შევსების გზით:


სტაციონარული. წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა სპეციალური  შესაცვლელი ფილტრის გამოყენება.

 

ჩასასხმელი. ის სპეციალურ კონტეინერთან ერთად გამოიყენება, რომელიც სასმელი წყლით ივსება. ამ ტიპის უარყოფითი თვისება ის არის, რომ ყინულის რაოდენობამ დღეში მხოლოდ 20 კგ შეიძლება მიაღწიოს.



გაგრილების  მიხედვით:


წყლის სისტემა. მთავარი უპირატესობაა კომპაქტურობა, კარგი სიჩქარე და სტაბილურობა. მაგრამ ასეთი აპარატებისა და წყლის მოხმარების ღირებულება გაცილებით მაღალია.

 

საჰაერო სისტემა. მსგავსი სისტემა გამოიყენება არასტაბილური წყალმომარაგების ან მისი ეკონომიურად მოხმარების  შემთხვევაში. ჰაერის მიმოქცევისთვის დიდი სივრცე სჭირდება.



 

ყინულის ტიპის მიხედვით:

 

ყინულის აპარატით მხოლოდ ერთი ტიპის ყინულის წარმოებაა შესაძლებელი.

 

კუბის ფორმის ყინული. ყველაზე პოპულარულია, მისი ფორმის წყალობით,  სწრაფად ცივდება სასმელები.

ძირითადად  ყავის მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში იყენებენ.

 

მოგრძო ფორმის ყინული.

 

კუბის ყინულისგან განსხვავებით, ცილინდრული ფორმის გამო, სითხე უფრო სწრაფად ცივდება. სასმელებსა და კოქტეილებში ყინულის დამატების გარდა, მას ხშირად ბლენდერებსა და შეიკერებშიც ყრიან, რადგან ის სასმელებს უკეთ თქვეფს, მისი ნაზი სტრუქტურის წყალობით.

 

კონუსის  ფორმის ყინული.

 

მისი ფორმის გამო დიდხანს არ ზავდება სასმელში. კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალე ყინულია.

 

ყინულის ბევრი სახეობა და ფორმა არსებობს, თითოეულ მათგანი  დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევა და კონკრეტული მიზნისთვის არის შესაფერისი. ამიტომ, სანამ ყინულის აპარატს შეიძენთ, უნდა გადაწყვიტოთ, რომელი ფორმა იქნება თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი.

 დაგვიკავშირდით, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გემსახუროთ.