Phone: +995 322 55 08 18

ორთქლის კონვექციური ღუმელი

ორთქლის კონვექციური ღუმელი

calendar   12-22-2020
ორთქლის კონვექციური ღუმელი

კონვექციური ღუმელები არის პოპულარული აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ცხობისთვის, გაყინული ცომის პროდუქტების ჩათვლით. ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება როგორც საზოგადოებრივი კვების სფეროში, ასევე  საცხობებსა და საკონდიტრო ფაბრიკებში.  კონვექციური ღუმელი საუკეთესო არჩევანია ამ ბიზნესისთვის.


ელექტრო კონვექციური ღუმელი მუშაობს თბილი ჰაერის თანაბარი ცირკულაციის პრინციპზე. არსებითად, ეს არის ღუმელი, ჩაშენებული ვენტილატორით. კონვექციური ღუმელის შიგნით სტაბილურად ნარჩუნდება შერჩეული ტემპერატურა, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და თანაბრად გამოაცხოთ ნებისმიერი სახის საკონდიტრო ნაწარმი ან პურ-ფუნთუშეული. 


ყველა კონვექციური ღუმელი აღჭურვილია ორთქლით დატენიანების ფუნქციით, საკვების ზედმეტად გამოშრობის ავიდან ასაცილებლად.


თუ თქვენ გჭირდებათ მაღალი ხარისხის ორთქლის კონვექციური ღუმელი ან დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე საცხობი ღუმელი, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს მაღაზიის ასორტიმენტს. ასევე საიტზე განთავსებულ კატალოგში თქვენ ნახავთ სხვადასხვა ცნობილი  მწარმოებლის თანამედროვე ტიპის აღჭურვილობის არჩევანს. ჩვენი სპეციალისტები  ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ სწორი არჩევანის გაკეთებაში.