Phone: +995 322 55 08 18

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სარესტორნო მიმართულებები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სარესტორნო მიმართულებები

calendar   01-04-2021
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სარესტორნო მიმართულებები


სარესტორნო ბაზარი არ შეიძლება იყოს ერთფეროვანი. კონიუნქტურა იქმნება სრულიად განსხვავებული ადამიანების გემოვნების გავლენით.

პოპულარული კონცეფციები  წარმატებით თანაარსებობს ერთ სივრცეში და შესაძლებელს ხდის ფაქტობრივად ყველას გამოკვებას - ვეგეტარიანელის და ხორცის მოყვარულის.

წარმოგიდგენთ სარესტორნო ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებს

Fast food. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კვლავ ლიდერობს. სწრაფი კვების მრეწველობას ყოველწლიურად ემატება ახალი წარმომადგენლები - უცხოური და ადგილობრივი.

Fish and Chips. ტრადიციული ინგლისური კერძი. ასევე შედის სწრაფი კვების ფორმატში, მაგრამ წარმოადგენს სრულიად ახალ კერძს - ფრის აპარატში შემწვარი თევზი კარტოფილთან ერთად. 

ატრია (Noodles), WOK. ჰოთ-დოგებისა და ჰამბურგერების შესანიშნავი ალტერნატივაა.  ჩინურ ატრიას ამზადებენ სხვადასხვა დანამატებით: ბოსტნეული, ხორცი, ზღვის პროდუქტები. კერძის ღირებულება დაბალია, ფორმატი პოპულარულია.


მაკარონი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მაკარონის და სოუსის ტიპი. მენიუში ასევე შედის სენდვიჩი-პანინი, სალათები, დესერტები.  მაკარონი და ატრია დღესდღეობით მოთხოვნადი პროდუქტია.

მექსიკური სამზარეულო.  აქტუალურია მექსიკური სამზარეულოს კაფეები და რესტორნებიც. პოპულარობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ კერძები იდეალურად წარმოადგენს სრულყოფილ სადილს და ასევე უხდება ლუდს და სხვა სასმელებს. მენიუ შედგება: burritos, enchilada, nachos, quesadillas და ა.შ.


ვიეტნამური სამზარეულო. აზიისადმი სიყვარული არ ნელდება.   ბრინჯი, ატრია, ზღვის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული სულ უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენს.

ჯანსაღი კვება. ამ ტიპის კაფეები საკმაოდ წარმატებით თანაარსებობენ სწრაფი კვების მეზობლად. ჯანსაღი კვების კაფე წარმოდგენილია ფერმერული პროდუქტებით, კერძები მზადდება მინიმალური ცხიმითა და სანელებლებით.

ლუდის ბარები - ბარები, სადაც საკვები და სასმელები წარმოდგენილია მინიმალური ფასებით. მოგება მიიღწევა დიდი რაოდენობის მომხმარებელთა ვიზიტის საშუალებით. ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე და მენიუს დაბალ ფასებზე და სხვა ყველაფერში თანხა დაზოგილია - მარტივი ინტერიერის დიზაინის, იაფი ავეჯის და მინიმუმ დეკორის ხარჯზე.

დღესდღეობით უამრავი ბიზნეს იდეა არსებობს. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა იპოვის თავის იდეას ბიუჯეტის მიხედვით. ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერი კონცეფციის რესტორნის თუ კაფეს  პროფესიონალური ტექნიკით აღჭურვა პრობლემას არ წარმოადგენს. კომპანია  Caspi Cuisine Georgia ყოველთვის თქვენს სამსახურშია!