როგორ უნდა აღიჭურვოს სწრაფი კვების ობიექტი  (2023)

როგორ უნდა აღიჭურვოს სწრაფი კვების ობიექტი (2023)

როგორ უნდა აღიჭურვოს სწრაფი კვების ობიექტი

დღესდღეობით კვების ობიექტების სწრაფი კვების ფორმატის ორგანიზება HoReCa– ში ყველაზე მომგებიან ინვესტიციად ითვლება. თავად განსაჯეთ, რესტორნის სტანდარტების მიხედვით ინვესტიციები მინიმალურია, მოგება კი მაღალი. დაწესებულებების აღჭურვილობის კომპლექტი პირდაპირ დამოკიდებულია გაყიდულ კერძებზე.

 

რა გვჭირდება სწრაფი კვების ობიექტისთვის

 

 

სწრაფი კვების საწარმოების აღჭურვა

სწრაფი კვების ობიექტის გახსნა

 

განსაზღვრული გაქვთ, როგორ მოიზიდავთ მომხმარებელს? ბლინები, პიცა, შემწვარი ქათამი თუ ახლად გამომცხვარი ცომეული? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კაფეს მენიუ,  პროფესიონალური ტექნიკა დაგჭირდებათ: პიცის პრესი, გრილი, ორთქლის ღუმელი, საჭრელები, “სლაისერები”, ყველის სახეხები, ბოსტნეულის საჭრელები; კრეპის აპარატი, ფრის აპარატი და კერძების სადემონსტრაციო თერმული ვიტრინები.

 

სწორად შერჩეული აღჭურვილობის ნაკრები კაფეებსა და რესტორნებს მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.  აღჭურვილობის არჩევისას გახსოვდეთ:

– სურსათის შესანახად  საჭიროა, თერმული ვიტრინები და მაგიდები, სამაცივრე და გასაყინი დანადგარები, წვენების გამაგრილებლები და მოსახერხებელი თაროები;

 

– მომხმარებელთა სწრაფი მომსახურებისთვის, სპეციალიზებულ მოსამზადებელ მოწყობილობებზე დიდი მოთხოვნაა: დონატები, ქათამი, სოსისები და ა.შ.

 

– პერსონალის სწრაფი და მაღალხარისხიანი მუშაობისთვის დაგჭირდებათ მაღალეფექტური აპარატურა და მოწყობილობები ინგრედიენტების დასაჭრელად, დასაქუცმაცებლად და ასარევად: ყველის სახეხი, საჭრელები და მიქსერები.

 

ტექნიკის ძირითადი კრიტერიუმები: კომპაქტურობა, საიმედოობა, მაღალი ხარისხი, პროდუქტიულობა და ერგონომიულობა.

 

კარტოფილი ფრის მოსამზადებლად,  ელექტრო კარტოფილის სათლელი და ფრის აპარატი დაგჭირდებათ. ფრის აპარატი სამაგიდე და იატაკზე დასადგმელია,  ის  + 60 – დან +200 ° С – მდე ტემპერატურაზე  მუშაობს. აპარატი უზრუნველყოფს მენიუში ერთდროულად  რამდენიმე კერძის დამატების შესაძლებლობას:  ქათმის ბარკლები და ფრთები, ფრი, თევზი, ღვეზელი. იმისათვის, რომ მომხმარებლები ცხელი ჰოთ-დოგებით უზრუნველყოთ, დაგჭირდებათ გრილი. ასევე კარუსელის ტიპის გრილი სპეციალური თაროთი პურ-ფუნთუშეულის გასათბობად.

 

 

კრეპის აპარატი სხვადასხვა შიგთავსით სურნელოვანი ბლინების მომზადებაში დაგეხმარებთ, რომელთა მოთხოვნა კაფეებსა და რესტორნებში ყოველთვის არის.  კრეპის აპარატი ორი ან ერთი ზედაპირითაა. პიცის დასამზადებლად კი საჭიროა აღჭურვილობის მთელი არსენალი: ცომსაზელი, ცომის გასაბრტყელებელი, სამუშაო მაგიდა და ვიტრინა მაცივარი, ასევე პროფესიონალური პიცის ღუმელი. ‘სლაისერი’ და ბოსტნეულის საჭრელი  ‘ტოპინგისა’ და სენდვიჩებისთვის ინგრედიენტების მომზადებაში დაგეხმარებათ.

 

კრეპისა და ვაფლის აპარატი, სამწვადე, ჰოდ-დოგის აპარატები,  მოწყობილობები შაურმისა და დონატებისთვის, ქათმის გრილები, მიქსერები, ელექტრო ფრის აპარატი, მაცივარი, საყინულეები და წვენების გამაგრილებლები – ეს ყველაფერი და მრავალი სხვა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს შოურუმში.

ჩვენი სპეციალისტები თქვენი დაწესებულების შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში დაგეხმარებიან.

 

 სწრაფი კვების ობიექტის ბიზნეს გეგმა