რომელი პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა დაგჭირდებათ საკონდიტროს გასახსნელად 2023

რომელი პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა დაგჭირდებათ საკონდიტროს გასახსნელად 2023

საკონდიტრო ნაწარმის მოწყობილობა მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რადგან საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესს რამდენიმე ეტაპი სჭირდება, კერძოდ: ფქვილის გაცრა, ცომის მოზელვა, ცომის მოჭრა და გამოცხობა, გაფორმება, შიგთავსის მომზადება, თითოეულ ეტაპზე გარკვეული აღჭურვილობა გამოიყენება.

 

 

მოძრავი ურიკა ლანგრით

 

 

ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ცომეულის  გამოსაცხობად,  სულ მცირე ხუთი ლანგარი დაგჭირდებათ. მოძრავი ურიკა საშუალებას მოგცემთ ლანგარზე გამზადებული პროდუქტი პირდაპირ მაცივარში შეინახოთ.

 

 

 

 

                                                                                                                                                                                               ცომსაზელი / მიქსერები

ცომსაზელი სამზარეულოსთვის

 

 

ჩვეულებრივი მიქსერით  დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ შეასრულებთ. თქვენ დაგჭირდებათ ცომსაზელი, რომლის დახმარებითაც  ცომი იქნება ჰაეროვანი და სწორი კონსისტენციის.

 

 

 

 

 

კონვექციური ღუმელები/ 

 

 

 

ჰაეროვანი და იდეალური პროდუქციის შესაქმნელად  კონვექციური ღუმელი დაგჭირდებათ, რომელშიც ოთხზე მეტი ლანგარი თავსდება ან კონვექციური ღუმელი ორი ლანგრით.

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                                                                             თაროები

 

 

ცხობისთვის  საცხობი ინგრედიენტების დიდი მარაგის მობილიზება და პროდუქტებთან მარტივი წვდომაა საჭირო. ასევე  ყველა ჭურჭლისა და სხვადასხვა ნივთის თაროებზე თვალსაჩინოდ მოთავსება მოგიწევთ. ორგანიზებულობა თქვენს სამუშაო პროცესსა და სივრცეს მეტად დინამიურსა და კომფორტულს გახდის.

 

 

 

 

სამუშაო მაგიდები

 

საცხობის ფუნქციონირება წარმოუდგენელია სამუშაო მაგიდების გარეშე. უჟანგავი ფოლადის მაგიდა აუცილებელია ნებისმიერ ცომთან, ნამცხვრებთან თუ ფუნთუშეულთან მუშაობისთვის. სამუშაო მაგიდა აღჭურვილია დამატებითი ქვედა თაროთი, სადაც   თასებსა და სხვა აქსესუარებს მოათავსებთ.

 

 

 

 

 

ფერმენტაციის კარადა

ის განკუთვნილია ცომის ნაწარმის ამოსაყვანად (ამოსაფუებლად).

 

 

კარადაში იქმნება სპეციალური ატმოსფერო, რომელიც მოიცავს სწორ ტემპერატურასა და საჭირო ტენიანობას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ეს და მრავალი სხვა პარამეტრი. თბილ და ნოტიო ატმოსფეროში, ცომი ძალიან სწრაფად იზრდება

 

 

 

სასწორი

 

ნამცხვრებისა და სხვა დესერტების მომზადება იწყება ინგრედიენტების სწორი ნაზავით. სასწორის გარეშე წარმოუდგენელია  განსაზღვროთ ზუსტი და საჭირო ინგრედიენტების რაოდენობა.

 

 

 

ვერტიკალური მაცივარი

მაცივარი აუცილებელია ნებისმიერ სამზარეულოში, მათ შორის სამრეწველო საცხობში.  თქვენ დაგჭირდებათ მრავალი ინგრედიენტის, მაგალითად რძის ან კვერცხის შენახვა შესაბამის ტემპერატურაზე. ბაზარზე ბევრი ვარიანტია წარმოდგენილი. გაეცანით მახასიათებლებს და სწორად შეარჩიეთ იგი.

 

ასევე დაგჭირდებათ დამატებითი აღჭურვილობა:

 

საყინულე;

საკონდიტრო ვიტრინა;

საკონდიტრო ნაწარმის საცხობი ფორმები;

საკონდიტრო ნაწარმის ინვენტარი;

გამწოვი;

ნიჟარა;

ჭურჭელი და ინსტრუმენტები;

სალარო აპარატი;

ავეჯი.

საჭიროა პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა/ინდუსტრიული სამზარეულოს ინვენტარი.

საკონდიტროს სწორი ინსტრუმენტებით აღჭურვა შეუფერხებული მუშაობის საშუალებას მოგცემთ. რაც უფრო ეფექტურია თქვენი სამზარეულო, მით უფრო მეტ დროს დაუთმობთ ცხობას, გაფორმებასა და საცხობთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.