უჟანგავი ფოლადის (ლითონის) კონტეინერები 2023
დღესდღეობით თითქმის ყველა მაღაზიაში, რესტორანში, კაფეში, სუში ბარსა და კვების სხვა დაწესებულებებში საჭიროა პროფესიონალური უჟანგავი ფოლადის კონტეინერები.
კონტეინერების გამოყენების თავისებურებები
კონტეინერები განკუთვნილია საკვების შესანახად ან მოსამზადებლად. მათი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომზადების სხვადასხვა ეტაპზე საკვების გადატანა ერთი ჭურჭლიდან მეორეში არ არის საჭირო.
კონტეინერების ძირითადი დანიშნულება: კვების პროდუქტებისა და მზა კერძების შენახვა სამაცივრე აღჭურვილობაში; ორთქლის ღუმელსა და კომბინირებულ ღუმელში მომზადება; მზა კერძების დემონსტრირება ვიტრინებზე და განაწილების ხაზებზე.
კონტეინერის მართკუთხა ფორმა და ლაკონური დიზაინი მოხერხებულად და სწრაფად მუშაობის საშუალებას გაძლევთ. ის მკაცრად განსაზღვრული ზომების მიხედვით მზადდება, რათა კომფორტულად გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობისთვის.
GN 1/1 ფოლადის კონტეინერისა და სახურავის კლასიკური ზომაა 530 × 325 მმ. ჭურჭლის სტანდარტული სიღრმე არის 2-20 სმ. გარდა ამისა, კომფორტული გამოყენებისათვის მათ სპეციალური საფარით ამუშავებენ, რომელიც თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს.
ყველაზე პოპულარულია გაპრიალებული კონტეინერები ბარებისა და რესტორნებისთვის, რადგან მიმზიდველი იერსახით გამოირჩევა და მაცივარ – ვიტრინაში ან კარადაში მარტივად თავსდება. მათი მოვლა – მოხმარება მარტივია, უბრალოდ უნდა გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან ხელით.
როგორ ავარჩიოთ კონტეინერი (სამზარეულოს კონტეინერები)
კონტეინერის არჩევისას რეკომენდებულია გაითვალისწინოთ მათი წარმოების მასალა, რაც მოხმარების პირობებზე გავლენას ახდენს.
პოლიკარბონატი;
კერამიკული;
მელამინი. (მელამინის ჭურჭელი)
ყველაზე პოპულარულია 18/10 უჟანგავი კონტეინერი, რადგან ის გარე ფაქტორების მიმართ მდგრადია, ეკოლოგიურად სუფთა და მარტივი გამოსაყენებელი. პოლიკარბონატის კონტეინერი პროდუქტების შესანახად გამოიყენება. პოლიკარბონატული მასალის წყალობით კერძები გემოვნობას ინარჩუნებს.
კერამიკული კონტეინერები 250 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს, ამიტომ მას ხშირად ღუმელში იყენებენ.
მელამინის კონტეინერები გამოიყენება შვედური მაგიდის შემთხვევაში, რადგან ფორმას კარგად ინარჩუნებს.
სამზარეულოს კონტეინერი
ფოლადისგან უჟანგავი ფოლადის კონტეინერები კვების პროფესიონალური სამზარეულოს ტექნიკა
ბოლო ჩანაწერები
- ყინულის აპარატი – დაზოგე დრო და იყავი უფრო ეფექტური 2024
- აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი – (2024)
- რატომ უნდა გავყინოთ შოკ მაცივარის დახმარებით (2024)
- რა არის საჭირო იმისათვის რომ აღიჭურვოს სტაფის სასადილო ხაზი – ცხელი და ცივი ხაზი (2023)
- რესტორნის სამზარეულოს მოწყობა, პროექტირება და ტექნიკურად აღჭურვა (2023)