პურ-ფუნთუშეულის საცხობის დანადგარები : ცომსაზელი
საცხობის დანადგარები
თუ კაფეს ან საცხობის პროფესიონალური ტექნიკით აღჭურვა გადაწყვიტეთ, უსათუოდ დაგჭირდებათ :
- ფქვილის შესანახი ადგილი;
- ცომსაზელი;
- პლანეტარული მიქსერი;
- ცომსაჭრელი;
- დასამრგვალებელი და გასაბრტყელებელი დანადგარები;
- ცომის ასაფუებელი ოთახი ;
- კონვექციური ღუმელი.
ცომსაზელის დანიშნულება:
ცომსაზელი, პურ-ფუნთუშეულის პროდუქტების წარმოებაში შეუცვლელი დანადგარია. ფუნთუშის თუ პიცის გემო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიზილა ცომი. ბებიისა და დედის მიერ ერთი და იგივე საოჯახო რეცეპტით მომზადებულ ღვეზელებს განსხვავებული გემო ექნება. მზა პროდუქტის ხარისხი და გემო მეტწილად ცომსაზელზე იქნება დამოკიდებული.
პროდუქტის ხარისხის სათანადო დონის შესანარჩუნებლად საჭიროა მხოლოდ საუკეთესო აღჭურვილობის არჩევა. ჩვენს კატალოგში წარმოდგენილი ცომსაზელები, ფოლადის მაღალი ხარისხით, კარგი სპირალური ფორმით, ერგონომიულობით და მოხმარების სიმარტივით გამოირჩევა.
ასეთი ცომსაზელი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ. ამ დანადგარს ინსტრუქცია არ სჭირდება, რადგან იგი ძალიან მარტივი მოსახმარია.
ცომსაზელის ტიპები
ცომსაზელი იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, თუ რამდენი პროდუქტის დამზადებაა საჭირო წარმოების ციკლში. ასევე აუცილებელია განასხვავოთ პროფესიონალური ცომსაზელის ორი ძირითადი ტიპი, რომელიც ცომის იმ ტიპზეა დამოკიდებული, რომლის მომზადებასაც გეგმავთ.
-
კლასიკური ცომსაზელი მაგარი ცომისთვისაა საჭირო, თუ რესტორნის მენიუ სხვადასხვა ტიპის უსაფუარო ცომისგან შედგება. იგი ადვილად ამოსაცნობია საზელის ფორმის მიხედვით, რომელიც ასო Z- ს წააგავს .
-
სპირალური ცომსაზელი შეუცვლელია, თუ ცომს პიცისთვის, ღვეზელებისთვის, ფუნთუშისთვის ნაზი საფუარიანი ან ფენოვანი ცომისგან ამზადებთ. ჩვენს კატალოგში ასევე საფუარიანი ცომისთვის განკუთვნილ ცომსაზელების არჩევანს ნახავთ, ისინი ასო S– ს სახით გამოირჩევიან.
ცომსაზელის როლი ასევე შეიძლება პლანეტარულმა მიქსერმა შეასრულოს ან პროფესიონალურმა ცომსაჭრელმა, თუ მისთვის სწორ საზელ ფორმებს შევარჩევთ.
თუ გჭირდებათ კონსულტაცია ცომსაზელის შერჩევასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ და შეგარჩევინებთ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე სასურველ მოდელს.
ბოლო ჩანაწერები
- ყინულის აპარატი – დაზოგე დრო და იყავი უფრო ეფექტური 2024
- აზიური რესტორნის სამზარეულოს ინვენტარი – (2024)
- რატომ უნდა გავყინოთ შოკ მაცივარის დახმარებით (2024)
- რა არის საჭირო იმისათვის რომ აღიჭურვოს სტაფის სასადილო ხაზი – ცხელი და ცივი ხაზი (2023)
- რესტორნის სამზარეულოს მოწყობა, პროექტირება და ტექნიკურად აღჭურვა (2023)