
Pop-up რესტორანის გახსნა: მუშაობის პრინციპი, მენიუ, აღჭურვილობა 2023
რთულია თანამედროვე ადამიანის გაოცება. სამზარეულოთი, შოუ პროგრამებითა და საერთოდ, სარესტორნო მომსახურებით. შედეგად, რესტავრატორებსა და პრომოუტერებს უწევთ ახალი, თვალშისაცემი ფორმატის შემუშავება. არც ისე დიდი ხნის წინ, ჰორეკა სექტორის ინდუსტრიაში გამოჩნდა pop-up რესტორნების სრულიად ახალი მიმართულება – მოძრავი დაწესებულებები.
Pop-up რესტორნებს ადვილად შეიძლება ეწოდოს სეზონური დაწესებულებები.
ახალგაზრდა და ამბიციურ ხალხს ამ ფორმატის დაწესებულება რამდენიმე მიზეზის გამო იზიდავს:
- გახსნის შესაძლებლობა ყველგან – სახურავზე, მთაში და ა.შ.
- მინიმალური აღჭურვილობა – სტანდარტული კომპლექტი საზაფხულო კაფესთვის.
მენიუ და აღჭურვილობა
Pop-up რესტორნების მენიუები მცირე ზომისაა და მოიცავს დაახლოებით 10-20 კერძს. ეს შეიძლება იყოს პიცა, რომლის გამოცხობას სპეციალური პიცის ღუმელები სჭირდება. მსუბუქი ბოსტნეულისა და ხილის სალათები – მოსამზადებლად თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სხვადასხვა ინვენტარი იქნება საჭირო. ყველანაირი მაკარონი იტალიური სამზარეულოს საფუძველია. და, რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი კარტოფილი ფრი. პროფესიონალური ფრის აპარატი საშუალებას მოგცემთ მენიუს ასორტიმენტი, რამდენიმე გემრიელი კერძით შეავსოთ.
Pop-up რესტორნები, როგორც წესი, თბილ სეზონზე იხსნება. მენიუში ხორცისა და თევზის დელიკატესები შედის, რომელიც ღია ცეცხლზე ან პროფესიონალური გრილის გამოყენებით მზადდება.
ზოგიერთ რესტორანში pop-up მენიუები ახლდება. საუზმის, მთავარი კერძებისა და დესერტების მოსამზადებლად საჭიროა კომპაქტური ელექტრო კომბინირებული ღუმელი, რომელშიც ერთდროულად ხორცის, თევზის, ნამცხვრებისა და ბოსტენეულის მომზადება შეგიძლიათ, რითაც დიდ დროს დაზოგავთ. მცირე ზომის ფართშიც თავსდება სრულყოფილი სამაცივრე მოწყობილობები. ამიტომ მინიატურული სამაცივრე მოდელები სეზონური დაწესებულებების აღჭურვისთვის გამოდგება.
მთავარი მენიუს გარდა, თითოეულ დაწესებულებას ბარი აქვს. Pop-up რესტორნებში ყოველთვის არის სასმელების მდიდარი ასორტიმენტი. ეს არის როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური კოქტეილები, ისინი სწრაფად მზადდება სპეციალური მიქსერის გამოყენებით, ახლად გამოწურული წვენები, მინერალური წყალი, ღვინო და ლუდი. სასმელების რეალიზაციისა და მოკლევადიანი შენახვისთვის ბარის ინვენტარი დაგჭირდებათ.
- როგორ გავხსნათ საკუთარი რესტორანი?
- რესტორნის ნულიდან გახსნისთვის რა არის საჭირო? –
ყველაფერზე შეგვიძლია გიპასუხოთ ჩვენ იხილეთ იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი და დაგვიკავშირდით.