რესტორნის, ბარისა და სასტუმროს პროფესიონალური აღჭურვილობა

რესტორნის, ბარისა და სასტუმროს პროფესიონალური აღჭურვილობა

ჩვენთან შეგიძლიათ აირჩიოთ და შეუკვეთოთ წამყვანი ბრენდების სამზარეულოს ინვენტარი სხვადასხვა დანიშნულებისათვის, რომლებიც სპეციალიზირებულია სასტუმროს ან რესტორნის პროფესიონალური აღჭურვილობის წარმოებაში.

ინვენტარის შეკვეთა

ჩვენთან შეგიძლიათ აარჩიოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ პროფესიონალური სამზარეულოს სრულფასოვანი მუშაობისთვის:

  • სხვადასხვა სიმაღლის, დიამეტრის, მოცულობის ქვაბები;
  • სხვადასხვა სიღრმის ჯამები;
  • საცხობი სინები;
  • სხვადასხვა ფორმის ტაფა;
  • ფორმები პიცისა და სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმისთვის;
  • საკვების შესანახი კონტეინერები;
  • სხვადასხვა დანები, მაკრატელი, ჩოპერები და სხვა ხელსაწყოები.

ფართო ასორტიმენტი მოიცავს ყველაფერს, რაც პროფესიონალური სამზარეულოსთვის არის საჭირო. თქვენ შეარჩევთ წამყვანი ბრენდების  სრულ ნაკრებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. სამზარეულოს ინვენტარის თითოეული ტიპი წარმოდგენილია მრავალი სახეობით,  ფორმებით, ზომებითა და დამატებითი ელემენტებით, რაც ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტის არჩევანის საშუალებას მოგცემთ.

სამზარეულოს ინვენტარი ბიზნესისთვის

კაფეს, რესტორნის, თუნდაც მცირე სასადილოს გახსნის ან რეორგანიზაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების ობიექტში წარმოების პროცესის ორგანიზებას. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამზარეულოს ინვენტარი. და არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატითა და მოცულობით აპირებს თქვენი დაწესებულება მუშაობას, წარმოების არეალში მოწყობილობები, აღჭურვილობა და ინვენტარი უნდა იყოს პროფესიონალური და მაღალი ხარისხის. ინვესტიცია ნამდვილად გამოიღებს შედეგს, რადგან აღჭურვილობა მზარეულების სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს. ეს  კერძების ხარისხისა და გემოვნური მახასიათებლების გაუმჯობესებას გამოიწვევს,  და შედეგად, მოგებას გაზრდის.

 

ყველა საჭირო სამზარეულოს ინვენტარის შეძენა ჩვენთან არის შესაძლებელი. Ჩვენ გთავაზობთ:

  • სამზარეულოს აქსესუარებს – დანები, კოვზები, ჩანგლები და ა.შ.
  • ჭურჭელი;
  • ნეიტრალური აღჭურვილობა;
  • და სხვა საჭირო მოწყობილობა.

ჩვენი კომპანია მომხმარებელს შეკვეთის შესრულების დროულობასა და სიზუსტეზე  გარანტიას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ როგორც ჩვენს, ასევე სხვების დროს, რადგან ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე. ყველა დაინტერესებულ პირს ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ვიწვევთ.