ტელეფონი: +995 322 55 08 18

6 თანამედროვე მეთოდი კაფე - რესტორნის პოპულარიზაციისთვის

6 თანამედროვე მეთოდი კაფე - რესტორნის პოპულარიზაციისთვის

calendar   11-12-2020
6 თანამედროვე მეთოდი კაფე - რესტორნის პოპულარიზაციისთვის

თუ ადრე კაფეს საუკეთესო რეკლამად დიდი და კაშკაშა აბრა ითვლებოდა, დღეს მხოლოდ გარე რეკლამა საკმარისი არ არის. მარკეტოლოგები და PR სპეციალისტები პოპულარიზაციის მიზნით ახალ გზებს პოულობენ. გთავაზობთ რამდენიმე თანამედროვე მეთოდს, რომელთა ეფექტურობა პრაქტიკაში გამოცდილია.


გააკეთეთ საიტი. ხალხი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ინტერნეტში, ამიტომ თქვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია საიტზე მოიძიოს კაფესა თუ რესტორნის შესახებ საჭირო ინფორმაცია. მინიმალური, რასაც საიტი უნდა შეიცავდეს არის საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო საათები, ადგილმდებარეობის რუკა, ფოტოები, მენიუები, ინფორმაცია ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ.



კონტექსტური რეკლამა. საძიებო სისტემის შედეგების პირველ ნაწილში მოსახვედრად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტექსტური რეკლამა. ვინც თანამედროვე ტექნოლოგიას ირჩევს მომხმარებლების მოსაზიდად  Google AdWords საუკეთესო ვარიანტია.


სოციალური ქსელები საშუალებას გაძლევთ ესაუბროთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, გაეცნოთ მათ მოსაზრებებს და მოთხოვნებს; დაგეგმოთ სარეკლამო კამპანიები და გათამაშება; აცნობოთ მომხმარებლებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, გაუკეთოთ საჩუქრები.


თემატური საიტები - ინტერნეტში ბევრი სხვადასხვა საიტია, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას ქალაქის რესტორნებისა და კაფეების შესახებ. ეს საიტები შეიცავს ინფორმაციას დაწესებულებების შესახებ, ფოტოებს, ვიზიტების მიმოხილვებს და ა.შ. განათავსეთ თქვენი დაწესებულების მონაცემები და ფოტოები.



საინტერესო ღონისძიებების ორგანიზება: ახალი კერძების დაგემოვნება, შეფ-მზარეულების მასტერკლასები, ცნობილ შეფ-მზარეულებთან შეხვედრა, საბავშვო წვეულებები; ეროვნული სამზარეულოს და კერძების დღეები. ასევე ეფექტურია ყველა სახის ქალაქის ღონისძიებებში მონაწილეობა, სპონსორის სახით.




რეკლამა ადგილობრივ მედიაში. თქვენს სამიზნე აუდიტორიაში, არიან ადამიანები, ვინც ტელევიზორს უყურებენ, პრესას კითხულობენ და მანქანაში რადიოს უსმენენ. ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის არაფერია იმაზე უფრო დამაჯერებელი, ვიდრე ახალი ამბები და სტატიები დაწესებულების შესახებ.


საკუთარი გამოცდილებით ხომ არ გაგვიზიარებდით რაიმეს? დაამატეთ ისეთი ტაქტიკა, რომელიც ჩვენ არ გვიხსენებია და მოგვიყევით როგორ გამოგადგათ იგი.