ტელეფონი: +995 322 55 08 18

Როგორ ვიშოვოთ ფული ხელნაკეთი მაკარონით

Როგორ ვიშოვოთ ფული ხელნაკეთი მაკარონით

calendar   11-12-2020
Როგორ ვიშოვოთ ფული ხელნაკეთი მაკარონით

ახლად მოზელილი მაკარონი უფრო გემრიელია, ვიდრე ნახევარფაბრიკატი.  ამ საქმიანობის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ შეგიძლიათ სახლში აწარმოოთ მაკარონი, რაც დაგიზოგავთ ხარჯებს. დღეს  ხელნაკეთი მაკარონი პოპულარულია, მაგრამ დიასახლისები იშვიათად ამზადებენ თავად, რადგან  მარტივი და სწრაფი გზა ნახევარფაბრიკატის შეძენაა. Მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ ხელნაკეთი მაკარონის მწარმოებელს ჩვენს ბაზარზე ვერ შეხვდებით. მისი დამზადების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია, მაგრამ შრომატევადია, ამიტომ საჭიროა პროფესიონალური აღჭურვილობა. ბიზნესის წამოწყებამდე უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა სახის მაკარონის წარმოება გსურთ. 


მსოფლიოში 50 მდე სახეობის მაკარონი არსებობს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმა, სტრუქტურა და ზომა.


მაკარონის ძირითადი ინგრედიენტები ფქვილი და სითხეა. მას ზოგჯერ ემატება კვერცხი ან კვერცხის ფხვნილი, მცენარეული ზეთი, ბოსტნეულის  წვენი, სპეციალური დანამატები, რომლებიც აუმჯობესებენ პროდუქტის გემოს და არომატს.


ხელნაკეთი მაკარონის დასამზადებელი მოწყობილობა, შეიძლება იყოს მექანიკური და ელექტრო - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის წარმოებას გეგმავთ. მთავარია, რომ თქვენ შეძლოთ წარმოების ყველა პროცესის ავტომატიზირება, თუნდაც სახლის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი რაოდენობით მაკარონს ვერ დაამზადებთ.


მაკარონის  დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი აღჭურვილობა:


ცომსაზელი;


ცომის გასაბრტყელებელი;


მაკარონის საჭრელი;


მაკარონის საშრობი;


შესაფუთი მოწყობილობა.


თქვენ ასევე დაგჭირდებათ თაროები ინგრედიენტებისა და მზა პროდუქტების შესანახად.


მარტივი რეცეპტის შემთხვევაში: 1 კგ ფქვილის, სითხისა და მარილის გამოყენებით,  დაახლოებით 900 გრამ მაკარონს დაამზადებთ. 


თქვენი პროდუქციის რეკლამირება შეგიძლიათ სოციალური ქსელების საშუალებით, სათანადო და ესთეტიური შეფუთვით, ასეთი პროდუქტი წარმატებით გაიყიდება. თავდაპირველად, მაკარონის გემოვნობა და ხარისხი მეგობრებზე გამოსცადეთ. მას შემდეგ, რაც  ხელს გაიწაფავთ და გამოჩნდება რამდენიმე მუდმივი მომხმარებელი, შეგეძლებათ დაარეგისტრიროთ საკუთარი კომპანია.