ტელეფონი: +995 322 55 08 18

რა არის საჭირო ბურგერ ბარის გასახსნელად

რა არის საჭირო ბურგერ ბარის გასახსნელად

calendar   11-12-2020
რა არის საჭირო ბურგერ ბარის გასახსნელად

 ბურგერები დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე. ბაზარს ახალი დამწყები რესტორატორები ემატება, ბურგერ ბარის გახსნის მიზნით. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი იყოს კონკურენტუნარიანი და გამორჩეული, დაგჭირდებათ შესაბამისი პროფესიონალური აღჭურვილობა.


უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეიმუშაოთ თქვენი ბურგერების შემადგენლობა.  ხორცის ხარისხი განაპირობებს ბურგერის გემოვნობას. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა გამოიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი ხორცი. პროფესიონალური ხორცსაკეპი მანქანა კი სავალდებულო აღჭურვილობაა ბურგერების დასამზადებლად.


მომდევნო აღჭურვილობა კი სამრეწველო ქურებია. ისინი შეიძლება იყოს ელექტრო, გაზის ან ინდუქციური, ასე რომ თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მოდელი.


წვნიანი ბურგერის განუყოფელი ნაწილია პური, რომელიც უნდა იყოს მსუბუქად გახუხული. ამაში დაგეხმარებათ სწორად შერჩეული პროფესიონალური ტოსტერი, რომლის სიმძლავრე იდეალურია სამრეწველო მიზნებისთვის.


ბურგერები კარგად ერწყმის კარტოფილ ფრის, ამისათვის დაგჭირდებათ სამრეწველო ფრის აპარატი, რომლის მახასიათებლებიც დამოკიდებულია პროდუქციის მოცულობაზე.


რაც შეეხება  სასმელებს, უნდა გადაწყვიტოთ მხოლოდ ბოთლის სასმელებს შესთავაზებთ მომხმარებლებს, თუ საკუთარი წარმოებისას. სასმელის გამაგრილებელი აღჭურვილობა დაგეხმარებათ  მომხმარებლისთვის წყურვილის დაკმაყოფილებასა და  სასმელების მენიუს გამრავალფეროვნებაში.


სამზარეულოს სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც გარეცხავს ჭურჭელს მაღალ ტემპერატურაზე უფრო სწრაფად, ვიდრე თქვენი საოჯახო ტექნიკის მოდელი.


 შეიძლება თქვენი სურვილისამებრ დაგჭირდეთ დამატებითი აღჭურვილობის შეძენა  ბურგერ ბარისთვის, თუმცა, პირველ ეტაპზე სწორედ ამ აღჭურვილობით უნდა დაიწყოთ.