ტელეფონი: +995 322 55 08 18

შვიდი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა საცხობის გასახსნელად

შვიდი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა საცხობის გასახსნელად

calendar   11-12-2020
შვიდი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა საცხობის გასახსნელად

გიოცნებიათ საკუთარი საცხობის გახსნაზე? თუ თქვენ უგემრიელეს ნამცხვრებს და ფუნთუშებს ამზადებთ, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ საკუთარი, წარმატებული  ბიზნესი პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ  საოჯახო ინვენტარით კონკურენტუნარიან ბიზნესს ვერ წამოიწყებთ. დროა გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ 7 პროფესიონალურ აღჭურვილობას, რომელიც თქვენი ახალი საცხობისთვის დაგჭირდებათ. 


მოძრავი ურიკა ლანგრით

ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ცომეულის  გამოცხობითვის, დაგჭირდებათ სულ მცირე ხუთი ლანგარი. მოძრავი ურიკა საშუალებას მოგცემთ ლანგარზე გამზადებული პროდუქტი პირდაპირ მაცივარში შეინახოთ.

ცომსაზელი / მიქსერები

ჩვეულებრივი მიქსერით ვერ შეასრულებთ დიდი მოცულობის შეკვეთებს. თქვენ დაგჭირდებათ ცომსაზელი, რომლის დახმარებითაც  თქვენი ცომი იქნება ჰაეროვანი და სწორი კონსისტენციის.


სამრეწველო ღუმელები

ჰაეროვანი და იდეალური პროდუქციის შესაქმნელად დაგჭირდებათ კონვექციური ღუმელი, რომელშიც თავსდება ოთხზე მეტი ლანგარი, ან კონვექციური ღუმელი ორი ლანგრით.

 

თაროები

ცხობისთვის საჭიროა საცხობი ინგრედიენტების დიდი მარაგის მობილიზება და პროდუქტებთან მარტივი წვდომა. ასევე მოგიწევთ ყველა თქვენი  ჭურჭლისა და სხვადასხვა ნივთის თაროებზე თვალსაჩინოდ მოთავსება. ორგანიზებულობა თქვენს სამუშაო პროცესსა და სივრცეს მეტად დინამიურსა და კომფორტულს გახდის.


სამუშაო მაგიდები

საცხობის ფუნქციონირება წარმოუდგენელია სამუშაო მაგიდების გარეშე. უჟანგავი ფოლადის მაგიდა აუცილებელია ნებისმიერ ცომთან, ნამცხვრებთან თუ ფუნთუშეულთან მუშაობისთვის. სამუშაო მაგიდა აღჭურვილია დამატებითი ქვედა თაროთი, სადაც  მოათავსებთ თასებსა და სხვა აქსესუარებს.


სასწორი

ნამცხვრებისა და სხვა დესერტების მომზადება იწყება ინგრედიენტების სწორი ნაზავით. სასწორის გარეშე წარმოუდგენელია  განსაზღვროთ ზუსტი და საჭირო ინგრედიენტების რაოდენობა.


მაცივარი კარადები

მაცივარი აუცილებელია ნებისმიერ სამზარეულოში,მათ შორის სამრეწველო საცხობში.  თქვენ დაგჭირდებათ მრავალი ინგრედიენტის, მაგალითად რძის ან კვერცხის შენახვა შესაბამის ტემპერატურაზე. ბაზარზე ბევრი ვარიანტია წარმოდგენილი. გაეცანით მახასიათებლებს და სწორად შეარჩიეთ იგი.

საცხობის სწორი ინსტრუმენტებით აღჭურვა საშუალებას მოგცემთ შეუფერხებლად იმუშაოთ. რაც უფრო ეფექტურია თქვენი სამზარეულო, მით უფრო მეტ დროს დაუთმობთ ცხობას, გაფორმებას და საცხობთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.