ტელეფონი: +995 322 55 08 18

ღია სამზარეულო რესტორანში

calendar   11-25-2020
ღია სამზარეულო რესტორანში

წარმოიდგინეთ თავი თქვენი სტუმრების ადგილას.შეკვეთის მოლოდინში, მათ ხშირად უფიქრიათ რა ხდება ახლა სამზარეულოში, როგორ ამზადებენ კერძს. ბევრს სურს თვალი შეავლოს შეფ-მზარეულს და ეზიაროს კულინარიული ხელოვნების საიდუმლოს. აუხდინეთ სტუმრებს ოცნება და კერძების მომზადების პროცესი გადააქციეთ თეატრალურ წარმოდგენად.

მთელ მსოფლიოში აქტიურად იხსნება კვების ობიექტები ღია სამზარეულოთი. რა უპირატესობა აქვს ღია სამუშაო პროცესს და როგორ უნდა გახდეს ასეთი კვების ობიექტი წარმატებული?

ღია სამზარეულოს იდეა ერთნაირად მომგებიანია სხვადასხვა ფორმატისთვის: პიცერიებისთვის და სუში ბარებისთვის, ეროვნული კერძების მქონე რესტორნებისთვის და სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

 

ღია სამზარეულოს სწორი დაპროექტებით, საკვების მომზადების პროცესი ნამდვილად შთამბეჭდავი ხდება. პერსონალის კოორდინირებული მუშაობა ჰგავს კულინარიული შოუს, რომელიც სტუმრების თვალწინ ხდება. ღია სივრცის მოსაწყობად თქვენი რესტორნის აღჭურვილობა უნდა იყოს კომპაქტური, დახვეწილი და საიმედო.

ამ ტიპის სამზარეულოს უპირატესობა ის არის, რომ აქ ვიზიტორები ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ, აფასებენ პროდუქტების და შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც ზრდის სანდოობას.

როგორი უნდა იყოს ღია სამზარეულო?

სივრციდან და დიზაინიდან გამომდინარე, ნებისმიერი იდეის რეალიზება შეიძლება. დღეს სამზარეულოს აღჭურვილობის არჩევა სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ბაზარზე დიდი არჩევანია წარმოდგენილი. ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა სამუშაო პროცესის დარბაზში გამოტანა და "შუშის მიღმა" მუშაობა. ამ შემთხვევაში, მთავარი დარბაზი გამოყოფილია სამზარეულოსგან პანორამული მინით. დარბაზსა და სამზარეულოში ავეჯის განლაგება და აღჭურვილობის მოწყობა უზრუნველყოფს სტუმრებისთვის კარგ ხილვადობას და შეფ-მზარეულების კომფორტულ მუშაობას.

ღია სამზარეულოს აღჭურვისთვის ირჩევენ პიცის და პურის საცხობ ღუმელებს, სუშის ფუჟერებს, შესაწვავ ზედაპირებს, დონატებისა და ბლინების დასამზადებელ მოწყობილობებს და გრილს.

როგორ მოვაწყოთ ღია სამზარეულო?

ღია სამზარეულოში სამუშაო პროცესის ორგანიზებისთვის საჭიროა პროფესიონალური შესათბობი, გამაგრილებელი, ნეიტრალური და ტექნოლოგიური კვების მოწყობილობა, აგრეთვე სპეციალური სანიტარული პირობების დაცვა.

 

სპეციალიზებული აღჭურვილობა უნდა მოიცავდეს  შემდეგ კრიტერიუმებს 

 

- ფუნქციონალური და დახვეწილი

 - მოსახერხებელი და კომპაქტური

- ღია ტიპის, დაწესებულების კონცეფციის შესაბამისი.

 

ღია სამზარეულოს ორგანიზების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა გამწოვებისა და ფილტრების დაყენება. აუცილებელია სავენტილაციო სისტემა; სამზარეულოდან საკვების სუნი დარბაზში არ უნდა გადიოდეს.

თუ გსურთ გახსნათ ღია სამზარეულოს ტიპის კვების ობიექტი, გთავაზობთ სხვადასხვა ფორმატის სამზარეულოს სამაცივრე მოწყობილობებს, შესათბობ და დამხმარე მოწყობილობებს. ასევე მაღალი ხარისხის ინვენტარს და ჭურჭელს შეფებისა და კონდიტერებისთვის. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან პროექტის შემუშვებაში. ანდეთ თქვენი რესტორნის სამზარეულოს აღჭურვა პროფესიონალებს და მიიღეთ მაღალი შეფასება სტუმრებისგან!