ტელეფონი: +995 322 55 08 18

ქათმის გრილი: მახასიათებლები და ნიუანსები

ქათმის გრილი: მახასიათებლები და ნიუანსები

calendar   07-24-2021
ქათმის გრილი: მახასიათებლები და ნიუანსები

გემრიელად შემწვარი ხორცი ყოველ მეორე ადამიანს უყვარს. ამიტომ განსაკუთრებული პოპულარობით ქათმის გრილის აღჭურვილობა სარგებლობს. გემრიელი და ხრაშუნა მადისაღმძვრელი ქერქი, შემწვარი ქათმის არომატი - ასეთ გემრიელობას რთულია წინააღმდეგობა გაუწიო. სწორედ ამიტომ, ასეთი ტექნიკა საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციაა არა მხოლოდ რესტორნებისთვის, არამედ მობილური კვების ობიექტებისთვისაც. არსებობს ელექტრო და გაზზე მომუშავე გრილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. მოდელის არჩევისას უნდა დაეყრდნოთ გამოყენების პირობებს, წარმოების მოცულობასა და ღირებულებას.


 

პროფესიონალური ქათმის გრილის მთავარი უპირატესობები:

 

მინიმალური მომსახურება;

მოწყობილობის სისუფთავის შენარჩუნების სიმარტივე;

მარტივი და გამძლე მოწყობილობა;

მაღალი პროდუქტიულობა -  მოწყობილობაზე რამდენიმე ათეული ქათმის მომზადება შეიძლება ერთდროულად;

გარემოსდაცვითი და დადგენილი სტანდარტების შესაბამისობა დაცვა;

დამზადებულია გამძლე უჟანგავი ფოლადისგან, რაც მზა პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს და მდგრადია კოროზიის მიმართ;

უსაფრთხოა ექსპლუტაციის დროს.

 

კარუსელის ტიპის თუ შამფურის გრილი - რომელი ჯობია?

 

პირველ ტიპში პროდუქტებს ათავსებენ სპეციალურ კალათებში, რაც თანაბარ შეწვას უზრუნველყოფს. მეორეში,  შამფურები ბრუნავს. აქ რთულია მკაფიო ლიდერის დასახელება ფუნქციონირებისა და მწარმოებლურობის თვალსაზრისით. ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ მახასიათებლებზე, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა კრიტერიუმებს. თუ მრავალფეროვანი პროდუქციით მომხმარებლის გაოცება გსურთ, მაშინ კარუსელის ტიპი შეარჩიეთ. მაგრამ თუ თქვენ პროცესის დემონსტრირება გსურთ, მთელი თავისი ბრწყინვალებით, მაშინ შამფურის ტიპი გამოგადგებათ.





 

როგორ ავირჩიოთ პროფესიონალური ქათმის გრილი?

 

ფასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამასთანავე რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ ფუნქციონალურობას და დაწესებულების მუშაობის ტიპსა და ფორმატს დაეყრდნოთ. რაც შეეხება საიმედოობასა და გამძლეობას, ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებელზე. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მწარმოებლურობა, რომელიც მომხმარებლის გამტარუნარიანობითა და რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.