
ფერმენტაციის კარადა
ფერმენტაციის კარადა
ფერმენტაციის კარადა განკუთვნილია ცომის ნაწარმის ამოსაყვანად (ამოსაფუებლად). ეს ტექნიკა აქტიურად გამოიყენება კვების ობიექტებში, საცხობებსა და საკონდიტრო მრეწველობაში ტექნოლოგიური პროცესების დასაჩქარებლად, აგრეთვე მზა პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
კარადაში იქმნება სპეციალური ატმოსფერო, რომელიც მოიცავს სწორ ტემპერატურას და საჭირო ტენიანობას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ეს და მრავალი სხვა პარამეტრი, დააყენოთ დრო ამ თერმული აღჭურვილობის მუშაობისთვის. მუშაობის პრინციპით ფერმენტაციის კარადა ძალიან მარტივი და ეფექტურია - მასში მოათავსებთ საფუარიან ან ფენოვანი ცომის ნაწარმს და უთითებთ აუცილებელ საოპერაციო პარამეტრებს. შემდეგ, თბილ და ნოტიო ატმოსფეროში, ცომი ძალიან სწრაფად იზრდება და შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შედგათ თქვენი პროდუქტი ღუმელში შემდგომი დამუშავებისთვის.
კომპანია Caspi Cuisine Georgia მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მოცულობის თანამედროვე ფერმენტაციის კარადების ასორტიმენტს (7-14 ლანგარი). ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებლების პროდუქცია.