ტელეფონი: +995 322 55 08 18

უჟანგავი ლითონის კონტეინერი

calendar   07-17-2021
უჟანგავი ლითონის კონტეინერი

დღესდღეობით თითქმის ყველა მაღაზიაში, რესტორანში, კაფეში, სუში ბარსა და კვების სხვა დაწესებულებებში საჭიროა პროფესიონალური უჟანგავი ლითონის კონტეინერები. 



კონტეინერების გამოყენების თავისებურებები

 

უჟანგავი ფოლადის კონტეინერები განკუთვნილია საკვების შესანახად ან მოსამზადებლად. მათი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომზადების სხვადასხვა ეტაპზე  საკვების გადატანა ერთი ჭურჭლიდან მეორეში არ არის საჭირო.

 

კონტეინერების ძირითადი დანიშნულება: კვების პროდუქტებისა და მზა კერძების შენახვა სამაცივრე აღჭურვილობაში; ორთქლის ღუმელსა და კომბინირებულ ღუმელში მომზადება; მზა კერძების დემონსტრირება ვიტრინებზე და განაწილების ხაზებზე.

 

კონტეინერის მართკუთხა ფორმა და ლაკონური დიზაინი  მოხერხებულად და სწრაფად მუშაობის საშუალებას გაძლევთ. ის მკაცრად განსაზღვრული ზომების მიხედვით მზადდება, რათა კომფორტულად გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის პროფესიონალური სამზარეულოს აღჭურვილობისთვის.

GN 1/1 ფოლადის კონტეინერისა და სახურავის კლასიკური ზომაა 530 × 325 მმ. ჭურჭლის სტანდარტული სიღრმე არის 2-20 სმ. გარდა ამისა,  კომფორტული გამოყენებისათვის მათ სპეციალური საფარით ამუშავებენ, რომელიც თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს.

 

ყველაზე პოპულარულია გაპრიალებული კონტეინერები ბარებისა და რესტორნებისთვის, რადგან მიმზიდველი იერსახით გამოირჩევა და მაცივარ - ვიტრინაში ან კარადაში მარტივად თავსდება. მათი მოვლა - მოხმარება მარტივია, უბრალოდ უნდა გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან ხელით.






როგორ ავარჩიოთ ფოლადის კონტეინერი


კონტეინერის არჩევისას რეკომენდებულია გაითვალისწინოთ მათი წარმოების მასალა, რაც მოხმარების პირობებზე გავლენას ახდენს.  კონტეინერები იყოფა: ლითონის (უჟანგავი ფოლადი და სხვა ლითონები);


პოლიკარბონატი;


კერამიკული;


მელამინი.

 

ყველაზე პოპულარულია 18/10 უჟანგავი ფოლადის კონტეინერი, რადგან ის გარე ფაქტორების მიმართ მდგრადია, ეკოლოგიურად სუფთა და მარტივი გამოსაყენებელი. პოლიკარბონატის კონტეინერი პროდუქტების შესანახად გამოიყენება. პოლიკარბონატული მასალის წყალობით კერძები გემოვნობას ინარჩუნებს.

 

 

კერამიკული კონტეინერები 250 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს, ამიტომ მას ხშირად ღუმელში იყენებენ. 

 

მელამინის კონტეინერები გამოიყენება შვედური მაგიდის შემთხვევაში, რადგან ფორმას კარგად ინარჩუნებს.