ტელეფონი: +995 322 55 08 18

საუკეთესო ცხელი დანადგარები რესტორნისთვის

საუკეთესო ცხელი დანადგარები რესტორნისთვის

calendar   02-12-2021
საუკეთესო ცხელი დანადგარები რესტორნისთვის

"როგორ ავირჩიოთ სწორი ცხელი დანადგარი?" - ეს კითხვა შეიძლება დასვას არა მხოლოდ ახალბედა რესტორატორმა, არამედ გამოცდილმაც. საქმე იმაშია, რომ მწარმოებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ზოგჯერ, სპეციალისტსაც კი უჭირს დიდი რაოდენობის პროდუქციიდან არჩევანის გაკეთება . ასევე, რესტორნები განსხვავდება ადგილების რაოდენობით და მენიუს მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ აღჭურვილობა უნდა შეირჩეს სიმძლავრის, ფუნქციების რაოდენობისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. ჩვენ შევადგინეთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალური ცხელი დანადგარების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს შოურუმშია წარმოდგენილი.


მულტიფუნქციური ორთქლის ელექტრო ღუმელი

 ორთქლის ღუმელის მთავარი უპირატესობაა  ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩანაცვლების შესაძლებლობა: ქურა, ღუმელი, "ფრიტური", ელექტრო ტაფა  წარმატებით არის გაერთიანებული ერთ მოწყობილობაში. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ სხვადასხვა კერძები. ხორცი და თევზი, ბოსტნეული და დესერტი, ყველაფერი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის, მათში სასარგებლო საკვები ნივთიერებები მთლიანად ნარჩუნდება და რაც მთავარია სუნი ერთმანეთში არ ერევა. ასევე უნდა  აღინიშნოს ამ ღუმელის ყველაზე დიდი დადებითი მხარე, რომ მზა პროდუქტის წონა უმნიშვნელოდ მცირდება.

კონვექციური ღუმელები

 

 კონვექციურ ღუმელში ცხელი ჰაერი თანაბრად ნაწილდება ვენტილატორის საშუალებით. ამრიგად, შენარჩუნებულია საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და უზრუნველყოფილია პროდუქციის ერთგვაროვანი ცხობა. იდეალურია პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის სხვადასხვა სახის ცომის გამოსაცხობად.

 

კონვექციური ღუმელების ზოგიერთ მოდელს (გაზი ან ელექტრო) აქვს დამატებითი ფუნქცია - ორთქლით დატენიანება, რაც საშუალებას გაძლევთ გამოაცხოთ შესანიშნავი ნამცხვრები და ტორტები. ეს გამორიცხავს პროდუქტების ზედმეტად გამოშრობის საშიშროებას. ღუმელების თანამედროვე მოდელები ეკონომიურად მოიხმარს ელექტრო ენერგიას და გაზს, გამოირჩევა სიმძლავრით და კონსტრუქციის გამძლეობით.

ფერმენტაციის კარადა

თუ რესტორანს პურის საკუთარი წარმოება აქვს, ამის გაკეთება შეუძლებელია ფერმენტაციის კარადის გარეშე. მათი ძირითადი დანიშნულება (ფერმენტაცია) პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხზე. ნაწარმი გახდება ფუმფულა და ჰაეროვანი, ექნება ნაზი გული და კრატუნა ქერქი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცომი გამოცხობამდე გაჯერებულია ნახშირორჟანგით.

 მოწყობილობა - უჟანგავი ფოლადი - აღჭურვილობის შესანიშნავი ხარისხისა და ხანგრძლივი მუშაობის გარანტია.


ქურები

 

სამრეწველო ქურები შეუცვლელი ელემენტია ნებისმიერი რესტორნის აღჭურვისას. განასხვავებენ:

 პროფესიონალური გაზქურები ეკონომიური ვარიანტია. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად აფართოებს პროდუქტების მომზადების შესაძლებლობას, ხარშვის, ჩაშუშვის ან შეწვის გზით;

 პროფესიონალური ელექტრო ქურა - საშუალებას გაძლევთ დააყენოთ საჭირო ტემპერატურა სრული სიზუსტით. ავტომატურად ითიშება, თუ ქურაზე არ არის მოთავსებული ქვაბი ან ტაფა, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ელ.ენერგიას. მათი დახმარებით, შეგიძლიათ მოამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი ხორცი, თევზი ან ბოსტნეული.

პროფესიონალური გაზქურები გამოირჩევა: გამძლეობით, უსაფრთხოებით, მარტივი მოხმარებით.

 

 

ელექტრო გრილი

მათ ფართოდ იყენებენ რესტორნებში. ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ფრინველი და ბოსტნეული ყველაფერი გამოდის გემრიელი, არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს ცხელ ზედაპირთან უშუალო კონტაქტისა და მომზადების პროცესში გამოყენებული მცირე რაოდენობის ცხიმის გამო. მისი წყალობით შესაძლებელია პერსონალის მუშაობის ოპტიმიზაცია, რადგან შედარებით მოკლე დროში დიდი რაოდენობით კერძების მომზადებაა შესაძლებელი.

გრილი ეკონომიურად მოიხმარს ელ.ენერგიას, პრაქტიკული და გამძლეა.

 

პიცის ღუმელები

 

მოდელის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ რესტორნის ასორტიმენტის მიხედვით. პიცის ღუმელები იყოფა:

 

ქვის -  ყველაზე პოპულარულია კვების ობიექტების მფლობელებს შორის. მათ შეიძლება ჰქონდეთ 1-დან 3 კამერამდე. პრაქტიკულად, მათ შეუძლიათ შეცვალონ შეშის ღუმელები. მათი მთავარი უპირატესობაა მცირე ზომა და ხელმისაწვდომი ფასი.

კონვეიერული - გამოიყენება სწრაფი კვების ობიექტებში, სადაც პიცას ყიდიან არა მხოლოდ დაწესებულებაში, არამედ გამოძახებით.

 

ფრის აპარატი - ფრიტური

ზოგიერთი რესტორტორი არ აფასებს ამ აღჭურვილობის მნიშვნელობასა და ფუნქციონალობას, თუმცა ამაოდ. ფრიტური ხელს უწყობს მენიუს გამრავალფეროვნებას, ხარისხიანი და გემრიელი კერძების მომზადებას. პროფესიონალური მოდელები  ბევრად უფრო სრულყოფილია, ვიდრე მათი საყოფაცხოვრებო მოდელები. აპარატს აქვს ზეთის გაწმენდის ფუნქცია და აბსოლუტურად უსაფრთხოა მუშაობის პროცესში.

 

ბლინის და ვაფლის აპარატები

 

 აპარატის ზედაპირი, როგორც წესი თუჯისგან არის დამზადებული. ბლინების მომზადება არ საჭიროებს ცხიმის გამოყენებას, ის არ იწვის, ზედაპირი არ იკრავს და თანაბრად ცხვება. ბლინის აპარატი წარმოდგენილია ერთი ან ორი სამუშაო ზონით.

 

ვაფლის აპარატს - ამჟამად რესტორატორები ნაკლებად იყენებენ. ვაფლებს ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ, დაწესებულება სპეციალიზირებული უნდა იყოს ამ ფორმით, რომ აღჭურვილობით დაინტერესდეს. მთავარი უპირატესობაა ანტი მიმწვრობის საფარი და ტემპერატურის მაჩვენებელი.

სამრეწველო გრილი

მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს გრილზე შემწვარი კერძები, რადგან ხორცეული გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი. აღჭურვილობის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია და მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს ენერგიის წყაროს ან კონსტრუქციის მიხედვით. ხორცი, თევზი და ბოსტნეული თავისებურ ტალღოვან ანაბეჭდს იღებს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ღია ცეცხლზე არის მომზადებული.

 

ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ სამრეწველო გრილი (გაზი ან ელექტრო) ქათმის შესაწვავად.

 

კარუსელის ტიპის - მოსახერხებელი და კომპაქტურია. უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარ შეწვას.

შამფურების ტიპის  - ქათამი იწვება შამფურების ბრუნვის გზით. მათ აქვთ მოსახერხებელი მართვის პანელი და მზა პროდუქციის შესანახი უჯრა.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ მაღალხარისხიანი აღჭურვილობა.  ყველა რესტორატორს შეუძლია აირჩიოს საკუთარი მოთხოვნის შესაბამისი პროდუქცია. ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას ყველა სახის აღჭურვილობის შესახებ!