ტელეფონი: +995 322 55 08 18

როგორ მოვაწყოთ ფუნქციონალური ინდუსტრიული სამზარეულო

როგორ მოვაწყოთ ფუნქციონალური ინდუსტრიული სამზარეულო

calendar   11-26-2020
როგორ მოვაწყოთ ფუნქციონალური ინდუსტრიული სამზარეულო

არსებობენ კომპანიები, რომლებიც უზრულველყოფენ რესტორნის გახსნასა და მართვას. ამასათანავე, სტუმრებისთვის ფუნქციონალურ სივრცეს ქმნიან, სადაც ისინი კერძებს აგემოვნებენ და გარემოთი ტკბებიან. რესტორნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სამზარეულოა. პროფესიული საქმიანობის უდიდი ნაწილი სწორედ სამზარეულოში ხდება, ამიტომ მისი ხარისხიანი ფუნქციონირება თქვენი ბიზნესის წარმატების რეცეპტია.

წარმოგიდგენთ თქვენი ინდუსტრიული სამზარეულოს დიზაინის მნიშვნელოვან სფეროებს. დააკვირდით თქვენი სამზარეულოს სამუშაო პროცესს, რომლიც ყოველდღიურად ხორციელდება.

შექმენით მომსახურების მიმღები ზონა

პირველ რიგში, თქვენ უნდა მოამზადოთ საკვები სამზარეულოში, რაც ნიშნავს იმას, რომ შეკვეთების მიღება მოგიწევთ. მიმღები ზონა არის სწორედ შეკვეთების მიღების და გაცემის ადგილი.

სურსათის შესანახი აღჭურვილობის შეძენა

აუცილებელია იქონიოთ პროფესიონალური შესანახი აღჭურვილობა სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვის. თქვენ ჯერ უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის სათავსო გჭირდებათ და შემდეგ განსაზღვროთ რამდენი დაგჭირდებათ. გადახედეთ კითხვებს საუკეთესო ვარიანტების მოსაძებნად.

რამდენ ხანს რჩება საჭმელი საწყობში?

რამდენად ხშირად ვიძენ პროდუქტებს?

რამდენია სამზარეულოს ფართობი?

რამდენი საკვები მზადდება ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად?

რა ტიპის სათავსო შემიძლია მოვათავსო სამზარეულოში საუკეთესო ფუნქციონალურობის შესანარჩუნებლად?

სამაცივრე სათავსოში იგულისხმება საყინულე და სამაცივრე კამერები. ისინი სხვადასხვა ზომის, მახასიათებლებისა და სტილისაა.

მშრალი შენახვისთვის საჭიროა თაროები და კარადები.

საკვების მოსამზადებელი სივრცის შექმნა

ახლა, როდესაც საკვები ინახება უსაფრთხოდ და საიმედოდ, დროა ვიზრუნოთ სამზარეულოს აღჭურვილობაზე. თქვენ დაგჭირდებათ სათავსო და სამაცივრე აღჭურვილობასთან სიახლოვე. ასევე მნიშვნელოვანია მარტივი წვდომა მცირე ზომის სამზარეულოს მოწყობილობებთან.

განახორციელეთ ინვესტიცია ინდუსტრიული სამზარეულოს აღჭურვილობაში

თუ მრავალფეროვან საკვებს ამზადებთ, ალბათ დაგჭირდებათ პროფესიონალური სამზარეულოს მოწყობილობა. აქ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ დიდი აღჭურვილობის ზომა და ტიპი, ისეთის როგორიცაა შესათბობი მოწყობილობა, რადგან ასეთ მოწყობილობებს დიდი ადგილი უჭირავს სამზარეულოში, თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოახდინოთ მათი ფუნქციონალური განთავსება. ასევე გაითვალისწინეთ ისეთი  სამრეწველო ყინულის აპარატებიც, რომლებიც აუცილებელია თქვენი სტუმრების გასაგრილებლად, განსაკუთრებით თბილ თვეებში.

გამოყავით ადგილი ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობისთვის

ჭურჭლის სარეცხი მანქანა სავალდებულოა ნებისმიერ  ინდუსტრიულ სამზარეულოში. თუ არ იყენებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ჭურჭლის სარეცხი სისტემა, რომელიც მოიცავს რეცხვის, გავლებისა და გაშრობის ადგილებს.

სწორად მართეთ ნარჩენები

და ბოლოს, უნდა გაუმკლავდეთ თქვენს რესტორანში არსებულ ნარჩენებს. ნაგვისა და საკვების ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს  შესაფერისი შეფუთვით.

თქვენი სამრეწველო სამზარეულო მოითხოვს ზედმიწევნით განხილვას და დაგეგმვას. რთული ამოცანაა, მაგრამ იგი ღირს ამად, რათა შეუფერხებლად იმუშაო პროფესიონალურ და ფუნქციონალურ სამზარეულოში.