ტელეფონი: +995 322 55 08 18

როგორ გავხსნათ გრილ-ბარი

calendar   05-19-2021
როგორ გავხსნათ გრილ-ბარი

როგორ გავხდეთ მომგებიანი მზარდი ბიზნესის მეპატრონე? უპირველეს ყოვლისა, შეისწავლეთ წინამორბედების გამოცდილება.

თუ გსურთ საქმიანობა დაიწყოთ  მცირე ინვესტიციით, მაშინ გრილ-ბარი ან გრილ-კაფე კარგი ვარიანტია. ვიწრო სპეციფიკა (ცხელი კერძები, რომლებიც  მზადდება გრილის მოწყობილობებზე) დაბალ დანახარჯებსა და შესაძენი ნედლეულის მცირე ასორტიმენტს მოიცავს. გარდა ამისა, ასეთი დაწესებულება არ მოითხოვს მრავალპროფილიან შეფ მზარეულს.

უპირველეს ყოვლისა, გადაწყვიტეთ დაწესებულების კონცეფცია და მასშტაბი. ეს შეიძლება იყოს გარე პავილიონი, მობილური გრილ-სამზარეულო ან მყუდრო რესტორანი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.

 

რა არის საჭირო გრილ-ბარის გასახსნელად?

 

1.       უპირველეს ყოვლისა, უნდა დაარეგსტრიროთ საქმიანობა.

2.       შეარჩიეთ სამეწარმეო ფორმა, რომელიც ოპტიმალურია თქვენი ბიზნესისთვის.

3.       იპოვეთ ფართი რესტორნისთვის, გაითვალისწინეთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნები.

4.       კერძების ასორტიმენტი განსაზღვრეთ და წინასწარი მენიუ შეადგინეთ.

5.       საჭირო აღჭურვილობა სწორად  შეარჩიეთ და   დაამონტაჟეთ სპეციალისტების დახმარებით, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

6.       დაიქირავეთ კვალიფიციური კადრები.

7.       მოიპოვეთ ნებართვა საწარმოს საქმიანობის შესახებ ყველა სახელმწიფო უწყებაში.

8.       მოიძიეთ ნედლეულის ან ნახევრად მზა პროდუქციის მომწოდებლები.

9.       გამოყავით თანხები რეკლამისთვის.

 

რომელი მოწყობილობებით უნდა იყოს აღჭურვილი გრილ-ბარი?

 

სწორი აღჭურვილობის ასარჩევად, განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობებისა და სურვილების დიაპაზონი მენიუს შესაბამისად.

 

ყველაზე პოპულარული საკვები გრილ-ბარებში:

 

სტეიკები.

შემწვარი ქათამი (მთლიანად ან ცალკეული ნაწილები).

ქაბაბი.

მწვადი.

გრილზე შემწვარი სოსისი.

შემწვარი თევზი.

შემწვარი ბოსტნეული.

გრილზე შემწვარი კრევეტები (და ზღვის პროდუქტები).

 

თანმხლები მენიუ:

 

კარტოფილი ფრი.

სალათები

სასმელები (წყალი, ჩაი, ყავა, ალკოჰოლი)

დესერტი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული დესერტები, რომელიც უმოკლეს დროში ცხვება).

 

შესაბამისად, თუ აპირებთ მინიმუმ აღჭურვილობით მუშაობას, თავდაპირველად შეგიძლიათ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი შეიძინოთ.

 

გრილი

მასზე კერძები  ნახშირზე მზადდება და პროდუქცია ყველა გემოვნურ თვისებას ინარჩუნებს.


გრილი ლავა

ამ შემთხვევაში იმიტაციური ნახშირია, რაც ტემპერატურის რეგულირების საშუალებას გაძლევთ.


როლიკიანი გრილი

იგი დაწესებულებაში ისე განათავსეთ, რომ ცხელი სოსისები ყოველთვის მზად იყოს გასაყიდად. ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა მომსახურე პერსონალის ყურადღების გარეშე.



 

სამომავლოდ შეგიძლიათ იფიქროთ უფრო სპეციფიურ მოწყობილობებზეც.

 

ქათმის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ კარუსელის და შამფურის ტიპის გრილი. ეს უკვე იქნება დამატებითი ინვესტიცია, მაგრამ მომგებიანი. ბავშვები და სპორტსმენები უპირატესობას ანიჭებენ ქათმის ხორცს.

შაურმას აპარატი სავალდებულოა, თუ გსურთ ასიამოვნოთ არა მხოლოდ ესთეტები და გურმანები, არამედ ვიზიტორების დიდი ნაწილი, რომლებსაც ეს კერძი ასე ძალიან უყვართ. შაურმა ღირსეული სწრაფი კვების პროდუქტია და იგი ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალში უნდა იყოს.

თუ გავითვალისწინებთ მენიუს სრულ ციკლს, მაშინ ფრის აპარატის გარეშე ვერ იმუშავებთ. გარდა ამისა, მასში შეგიძლიათ არა მხოლოდ კარტოფილი მოამზადოთ, არამედ სოსისი, თევზი ან კრევეტები.

კომბინირებული ორთქლის ღუმელი კაპიტალის დაბანდებაა და ასევე იგი აკმაყოფილებს მრავალ საჭიროებას. ეს არის მრავალფუნქციური მოწყობილობა, რომელშიც შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, გამოაცხოთ და ჩაშუშოთ კერძები. კომბინირებული ორთქლის ღუმელის შეძენისას თქვენ დაზოგავთ ხარჯებს გაზქურაზე, ტაფებზე, ელექტრო ქურაზე და კონვექციურ ღუმელზე. მას შეუძლია ჩაანაცვლოს ყველა ეს მოწყობილობა.

 

მენიუს შედგენისას გაითვალისწინეთ პრეს-გრილები, ჰოთ-დოგის აპარატები, სალამანდრას გრილები და ყავის აპარატები (მენიუს შესაბამისად).

 

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოსტნეულისა და ხორცის მაცივარსა და საყინულის არჩევანს.  პროდუქტების შენახვის ხარისხი საზოგადოებრივი კვების ობიქტისთვის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

 

მოხერხებული სამუშაო მაგიდები და ჭურჭლის სარეცხი მანქანა  პერსონალის შრომასა და დროს დაზოგავს.

 

თუ მობილური კვების ვარიანტს აირჩევთ, ურიკები დაგჭირდებათ, რომლებიც  ღია ცის ქვეშ  საკვების მომზადების შესაძლებლობას მოგცემთ.

 

გრილ-ბარის ხარჯებში  გაითვალისწინეთ ვიტრინები, ჭურჭელი და სალარო აპარატები. მათი რაოდენობისა და სპეციფიკის განსაზღვრა შეგიძლიათ ძირითადი კონცეფციის შემუშავების შემდეგ.

 

სასარგებლო რჩევები

                                                          

·         დაიქირავეთ კარგი რეპუტაციის მქონე გამოცდილი მზარეულები.

 

·         მოიფიქრეთ საინტერესო ინტერიერი და კომფორტულად მოაწყვეთ რესტორანი. უმჯობესია ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით ისარგებლოთ. იგი დაგეხმარებათ სტილის შენარჩუნებასა და დიზაინის იდეების სწორად განხორციელებაში.

 

·         თავი შეიკავეთ ძალიან მაღალი ფასებისგან, პირველ ეტაპზე მაინც.

 

ასეთი ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს. რაც შეიძლება ზუსტად გამოიანგარშეთ ყველაფერი, გაითვალისწინეთ რისკები, იყავით მზად ცვლილებებისა და კორექტირებისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩადეთ თქვენს ბიზნესში არა მხოლოდ ფინანსები, არამედ ემოციური რესურსებიც. თქვენი ბიზნესის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.