ტელეფონი: +995 322 55 08 18

როგორ ავირჩიოთ სერვირების აქსესუარები?

როგორ ავირჩიოთ სერვირების აქსესუარები?

calendar   04-05-2021
როგორ ავირჩიოთ სერვირების აქსესუარები?

სერვირების აქსესუარები საზოგადოებრივი კვების ნებისმიერი დაწესებულების იმიჯის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩამუქებულმა და დაკაწრულმა დანა-ჩანგალმა შეიძლება არამარტო მათი გამოყენების სურვილი, არამედ მადაც დააქვეითონ. ამიტომ, ამ აქსესუარების არჩევასა და შეძენას სერიოზულად  უნდა მივუდგეთ.



დღესდღეობით დანა-ჩანგლის უმაღლესი ხარისხის მასალა ქრომირებული ნიკელის ფოლადია. იგი  გამძლეობით, უსაფრთხოებით, ჰიგიენითა და გარეგნული იერსახით გამოირჩევა. სხვა საკითხებთან ერთად, ასეთი ფოლადი კოროზიის მიმართ გამძლეა.


რაც უფრო ხარისხიანი და ძვირიანია დანა-ჩანგალი, მით უფრო სარკისებურია. მსგავსი ეფექტი მიიღწევა მასალის მრავალსაფეხურიანი დამუშავების გამო.

აუცილებელია დაწესებულების ზოგადი კონცეფციისა და სტილის გათვალისწინება, არა მხოლოდ სამზარეულოს აღჭურვილობისა და ჭურჭლის არჩევისას, არამედ დანა-ჩანგალის შეძენის დროსაც. კოვზებისა და ჩანგლების დიზაინი რესტორნის სხვა დეტალებს უნდა ერწყმოდეს. გარდა ამისა, ლაკონური და უნივესრალური მოდელები არსებობს, რომელიც თითქმის ნებისმიერი სტილს ერგება. ის მინიმალისტური იერსახით გამოირჩვეა, დამატებითი დეკორატიული ელემენტების და ნახატის გარეშე.


 

ზოგჯერ  საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციებს ვაწყდებით, მაგალითად, როდესაც სტუმრები, თუნდაც ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანში სტუმრობისას, დანა-ჩანგალს "სამახსოვროდ" იტოვებენ. ასეთი მომენტები გათვალისწინებული უნდა იყოს აქსესუარების რაოდენობის შეძენისას (ანუ დამატებითი მარაგი შეიძინეთ). მაგალითად, მცირე ზომის დაწესებულებისთვის 4-5 დამატებითი რაოდენობა საკმარისია. თუ საქმე ეხება დიდ რესტორანს, მაშინ უკვე  ადგილების რაოდენობით უნდა იხელმძღვანელოთ.