ტელეფონი: +995 322 55 08 18

პროფესიონალური ქურა რესტორნისთვის

პროფესიონალური ქურა რესტორნისთვის

calendar   04-27-2021
პროფესიონალური ქურა რესტორნისთვის

დღესდღეობით პროფესიონალური აღჭურვილობის დიდი არჩევანია, ქურა ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ტიპის მოწყობილობაა. იმის გათვალისწინებით, რომ ქურების ასორტიმენტი და ფასების დიაპაზონი საკმაოდ დიდია,  არჩევანის გაკეთება გაცილებით რთულდება. ამ სტატიაში განვიხილავთ მთავარ კრიტერიუმებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას.

 

რომელი ტიპის ქურა უნდა აირჩიოთ?

 

გაზქურის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაწესებულების ვიზიტორთა რაოდენობაა. ქურები არის: ერთი, ორი, ოთხი და ექვს სანათურიანი. ამიტომ, თუ თქვენი რესტორანი ვიზიტორთა დიდ რაოდენობას ემსახურება, 4 სანათურიანი ქურის შეძენას აზრი არა აქვს, ხოლო შედარებით პატარა დაწესებულებაში  ორ სანათურიანი ქურა საკმარისი იქნება.

 

 

ელექტრო ქურის უდავო უპირატესობა ის არის, რომ იგი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს, მაგრამ ასევე დიდხანს თბება. თუმცა, ამ ტიპის ქურის ტემპერატურის მართვაა შესაძლებელი.

      


კიდევ ერთი შესანიშნავი ქურის ტიპია - ინდუქციური. მისი უპირატესობა ის არის, რომ  ზედაპირი არ არის ცხელი, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება უფრო უსაფრთხოა, გარდა ამისა, ასეთი ტექნიკა ძალიან ეკონომიურია.

 



გაზქურებში საკმაოდ მნიშვნელოვანია გაზ.კონტროლის არსებობა, სწორედ ის საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ თქვენი სამზარეულოს უსაფრთხოება, ამ ფუნქციის არსებობა აძვირებს გაზქურას. ფასი ხშირად მწარმოებელზე და მისი ბრენდის ცნობადობის დონეზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო ძვირია გაზქურა, ესე იგი უფრო ხარისხიანია, მისი გარე და შიდა ელემენტები უფრო გამძლეა და, შესაბამისად, უფრო დიდხანს მოემსახურება თქვენს ბიზნესს და დამატებითი სარემონტო და ტექნიკური მომსახურეობის ხარჯებისგან დაგიცავთ.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ თქვენ უსაფრთხო და ტემპერატურის ზუსტი კონტროლი გჭირდებათ, უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრო ქურებს, თუ  სწრაფი და იაფი საშუალება გჭირდებათ, მაშინ - გაზქურა, თუ თქვენ  ახალი და თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარული ხართ, მაშინ უნდა შეიძინოთ ინდუქციური ქურა.