ტელეფონი: +995 322 55 08 18

პროფესიონალური გამწოვები რესტორნების, კაფეებისა და ბარებისათვის

პროფესიონალური გამწოვები რესტორნების, კაფეებისა და ბარებისათვის

calendar   02-03-2021
პროფესიონალური გამწოვები რესტორნების, კაფეებისა და ბარებისათვის

კვების ობიექტებში სავენტილაციო სისტემები რესტორატორების დამსახურებული ყურადღებით სარგებლობს.

საჭმლის მომზადებისას ჰაერში გამოიყოფა ზეთები, ცხიმები, ორთქლი, სუნი. ეს ყველაფერი არამარტო დისკომფორტს უქმნის თანამშრომლებს, არამედ შეიძლება ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხესაც წარმოადგენდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც  სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებს. სავენტილაციო სისტემები რესტორნებისთვის შექმნილია სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

გამწოვი მუშაობს საკმაოდ მარტივ პრინციპზე: აღჭურვილობა იწოვს ცხელ ჰაერს, რომელიც შეიცავს ზეთის, ცხიმისა და ჭვარტლის ნაწილაკებს. ამ ჰაერს ერთგვარი ლაბირინთის გავლა უწევს. ეს მძიმე ფრაქციები სპეციალურ უჯრებში ან სადრენაჟო სისტემაში გადადის. გაწმენდილი ჰაერი კი ხვდება შენობის საჰაერო არხებში.

საზოგადოებრივი კვების სამზარეულოს მოწყობილობები, რომელზეც აუცილებელია გამწოვების დაყენება, არის გრილები, ღუმელები და ცხელი დანადგარების კატეგორიასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობები. ძირითადი დაბინძურება მოდის ამ მოწყობილობების ხარჯზე. ცხელი დანადგარების  ადგილმდებარეობა შეიძლება განსხვავებული იყოს, ამიტომ შეიქმნა გამწოვების შესაბამისი დიზაინი. ისინი იყოფა კედლის და კუნძულის ტიპის გამწოვებად. პირველი ტიპი მაგრდება მხოლოდ კედელზე, დაბინძურების წყაროს თავზე. კუნძულის ტიპის გამწოვები მაგრდება ჭერზე ფართის ნებისმიერ ნაწილში.

გამწოვები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. მაღალი ხარისხის  ფოლადი  არ იჟანგება, ამიტომ ის მარტივად უმკლავდება კონტაქტს ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებთან და საწმენდ საშუალებებთან, რომლითაც ირეცხება აღჭურვილობა.  გამწოვი რომ შეუფერხებლად მოგემსახუროთ საჭიროა მასზე ყოველდღიურად ზრუნვა.

საზოგადოებრივი კვების დაწესებულების კომპლექსური აღჭურვა მოითხოვს ტექნოლოგიურ ზონაში ჩართული ყველა სისტემის განვითარებას. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ როგორც პროფესიონალური სამზარეულოს დაპროექტება-აღჭურვას, ასევე  ყველაფერს შეფ-მზარეულებისთვის, დაწყებული კონვექციური ღუმელებით და დამთავრებული დანა-ჩანგლით, შეგიძლიათ შეიძინოთ ერთ სივრცეში და ერთი მომწოდებლისგან. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია!