ტელეფონი: +995 322 55 08 18

პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვებისთვის

პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვებისთვის

calendar   07-02-2021
პროფესიონალური აღჭურვილობა სწრაფი კვებისთვის

 

სწრაფი კვების ბიზნესის პოპულარობა მზარდია. ქალაქის ცხოვრების რიტმი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი დრო დავუთმოთ  საუზმესა და სადილს. უმეტესობა მიირთმევს იმას, რასაც  გზად წააწყდება, ეს იქნება პიცა, ღვეზელი, დონატი თუ სხვა.  ყოველ წლიურად სხვადასხვა ფორმატის, ტიპისა და ზომის  სწრაფი კვების ობიექტები იხსნება.


სწრაფი კვების ტექნიკურად აღჭურვა წარმოების მოცულობისა და მენიუს გათვალისწინებით ხდება. თუ ქუჩის ფორმატში  მხოლოდ ყველაზე საჭირო კომპაქტური მოწყობილობები თავსდება, მაშინ ასორტიმენტი ფოკუსირებული იქნება ერთი ან ორი ტიპის კერძზე, დიდ პროფესიონალურ სამზარეულოში კი, გათბობისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ძირითადი ერთეულების გარდა, პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანაც უნდა დამონტაჟდეს.


"ფასტ ფუდმა" მსოფლიო თანდათან დაიპყრო. ყველაფერი დაიწყო ამერიკული კომპანია White Castle- ით. 1921 წელს გახსნილი დაწესებულება პირველი იყო, ვინც საზოგადოებას ჰამბურგერი შესთავაზა. უფრო მეტიც, მფლობელები არა მხოლოდ ამ ფორმატის პირველი წარმომადგენლები გახდნენ, არამედ მარკეტინგის სპეციალისტებიც. მათ ჰამბურგერები მიჰყიდეს სპეციალურად დაქირავებულ ადამიანებს თეთრ ხალათებში, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ექიმებიც კი შიშის გარეშე ყიდულობენ საკვებს, რაც იმას ნიშნავს რომ ის უვნებელია. მოგვიანებით, 1948 წელს ბაზარზე შემოვიდა მთავარი კონკურენტი «McDonald’s». საქართველოში პირველი მაკდონალდსი გაიხსნა 1999 წელს. მაგრამ თავად ”სწრაფი კვების” კონცეფცია ზუსტად ჩამოყალიბდა 1951 წელს. KFC ქსელი ფართოდ გავრცელდა - წვნიანი ხრაშუნა ქათამი და ქათმის სხვა კერძები გახდა კომპანიის სავაჭრო ნიშანი.

ელექტრო გრილმა შესაძლებლობა მისცა კვების ობიექტს  დიდი რაოდენობით პროდუქცია ეწარმოებინა.


 
სწრაფი კვების საწარმოების აღჭურვა

 

დღესდღეობით კვების ობიექტების სწრაფი კვების ფორმატის ორგანიზება HoReCa– ში ყველაზე მომგებიან ინვესტიციად ითვლება. თავად განსაჯეთ, რესტორნის სტანდარტების მიხედვით ინვესტიციები მინიმალურია, მოგება კი მაღალი. დაწესებულებების აღჭურვილობის კომპლექტი პირდაპირ დამოკიდებულია გაყიდულ კერძებზე.


განსაზღვრული გაქვთ, როგორ მოიზიდავთ მომხმარებელს? ბლინები, პიცა, შემწვარი ქათამი თუ ახლად გამომცხვარი ცომეული? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი კაფეს მენიუ,  პროფესიონალური ტექნიკა დაგჭირდებათ: პიცის პრესი, გრილი, ორთქლის ღუმელი, საჭრელები, "სლაისერები", ყველის სახეხები, ბოსტნეულის საჭრელები; კრეპის აპარატი, ფრის აპარატი და კერძების სადემონსტრაციო თერმული ვიტრინები.


სწორად შერჩეული აღჭურვილობის ნაკრები კაფეებსა და რესტორნებს მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.  აღჭურვილობის არჩევისას გახსოვდეთ:


- სურსათის შესანახად  საჭიროა, თერმული ვიტრინები და მაგიდები, სამაცივრე და გასაყინი დანადგარები, წვენების გამაგრილებლები და მოსახერხებელი თაროები;


- მომხმარებელთა სწრაფი მომსახურებისთვის, სპეციალიზებულ მოსამზადებელ მოწყობილობებზე დიდი მოთხოვნაა: დონატები, ქათამი, სოსისები და ა.შ.


- პერსონალის სწრაფი და მაღალხარისხიანი მუშაობისთვის დაგჭირდებათ მაღალეფექტური აპარატურა და მოწყობილობები ინგრედიენტების დასაჭრელად, დასაქუცმაცებლად და ასარევად: ყველის სახეხი, საჭრელები და მიქსერები.


თანამედროვე ბაზარზე აღჭურვილობის არჩევანი დიდია.  სწრაფი კვების აღჭურვილობის  შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ  ტექნიკის ძირითადი კრიტერიუმები გაითვალისწინეთ: კომპაქტურობა, საიმედოობა, მაღალი ხარისხი, პროდუქტიულობა და ერგონომიულობა.