ტელეფონი: +995 322 55 08 18

მაკარონის მოსახარში მოწყობილობა

calendar   04-20-2021
მაკარონის მოსახარში მოწყობილობა

მაკარონი მრავალი ქვეყნის სამზარეულოში გვხვდება. მაკარონის მოსახარში დაგეხმარებათ, მაკარონის  სწორი, ტექნოლოგიის შესაბამისად მომზადებაში. ეს არის პროფესიონალური აღჭურვილობის ტიპი, რომლის დიდი არჩევანია წარმოდგენილი.

 

უპირველეს ყოვლისა, მაკარონის მოსახარში მოწყობილობა  იტალიური სამზარეულოს მქონე დაწესებულებების მფლობელებს ესაჭიროებათ. ამ მოწყობილობის გამოყენება ძალიან მარტივია. საკმარისია უბრალოდ კონტეინერში წყალი ჩაასხათ,  მაკარონი ჩადოთ და  საჭირო პროგრამა შეარჩიოთ.

ხარშვის პროცესში მაკარონი ერთმანეთს არ ეწებება. მოწყობილობა  ავტომატურად ურევს მაკარონს. ასევე ავტომატური გამორთვა, რომელსაც თან ახლავს ხმოვანი სიგნალი, დაიცავს დაწვისა და ზედმეტი ხარშვისგან. კონტეინერს  სპეციალური კალათა აქვს, სადაც მზა მაკარონი და ბოსტნეული თავსდება და რომლის ამოღებაც  მარტივია.

აღჭურვილობა უჟანგავი ფოლადისაა, ვინაიდან ის, ყველა სახის დაზიანებისა და ზემოქმედების მიმართ მდგრადია. გარდა ამისა, მოწყობილობა შესანიშნავად ზოგავს დროს და ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მაკარონის მოხარშვის ჩვეულებრივი მეთოდი.

 

ძირითადი მახასიათებლები

 

მოწყობილობის ფასი და ფუნქციები შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:

 

წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემა;

ტემპერატურული რეჟიმი;

წყლის გამჭვირვალობის კონტროლი;

გაცხელება და მოხარშვა.

 

თუ დიდი დაწესებულება გაქვთ, უმჯობესია  იატაკზე დასადგმელი მოწყობილობა შეარჩიოთ. იმ შემთხვევაში, თუ პატარა დაწესებულებაა  უფრო ეკონომიური მაგიდაზე დადასდგმელი მოდელი გამოგადგებათ. ამასთან, არჩევის დროს მხედველობაში  არა მხოლოდ დაწესებულების ზომა, არამედ მისი მიმართულებაც მიიღება. მაგალითად, თუ იტალიური რესტორანი გაქვთ, უმჯობესია მინიმუმ 25 ლიტრიანი თასის მქონე მოწყობილობა აარჩიოთ.




 

კონტეინერების რაოდენობის მიხედვით

 

დაწესებულებებისთვის, სადაც ვიზიტორების დიდი ნაკადია, ორ თასიანი მაკარონის სახარშია საჭირო , 25 და 40 მ მოცულობით. ასევე, ასეთი მოწყობილობების გამოყენებით შეგიძლიათ ერთდროულად სხვადასხვა სახის მაკარონი მოამზადოთ.

 

აღჭურვილობა დიდხანს რომ გემსახუროთ, სათანადო ზრუნვაა საჭირო.  ყოველი გამოყენების შემდეგ მოწყობილობა უნდა გაირეცხოს, გადახურებისგან დაიცვათ და დროულად ჩაუტაროთ ტექ.მომსახურება.