ტელეფონი: +995 322 55 08 18

კონვექციური ღუმელი თქვენი საცხობის გულს წარმოადგენს!

კონვექციური ღუმელი თქვენი საცხობის გულს წარმოადგენს!

calendar   03-02-2021
კონვექციური ღუმელი  თქვენი საცხობის გულს წარმოადგენს!

საცხობის წარმატება პროდუქტის ხარისხზე, მისი მომზადების სისწრაფესა და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. საცხობის სრულად აღჭურვისთვის ჩვენი ექსპერტები ტექნოლოგიური აღჭურვილობის აუცილებელ კომპლექსს შეგარჩევინებენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ფქვილთან, ცომთან, აწარმოოთ ფერმენტაცია, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის შეუფერხებელი ცხობა.

საცხობი, სრულფასოვანი მუშაობისთვის სამაცივრე კამერებით, ცომსაზელით, ცომის გასაყვანით, ფერმენტაციის კარადით, კონვექციური ღუმელებით, აგრეთვე თაროები ნედლეულისა და მზა პროდუქტებისთვის, შესაფუთი აპარატით აღჭურვილი უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, შეუძლებელია თანამედროვე საცხობი კონვექციური ღუმელის გარეშე. მხოლოდ ასეთი პროფესიონალური აღჭურვილობა საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეული პროდუქტების თანაბარ ცხობას უზრუნველყოფს. კონვექციის გამო, საჭირო ტემპერატურა უფრო სწრაფად მიიღწევა და პროდუქტის მომზადებას ნაკლები დრო დასჭირდება. საწარმოს წარმოებაში კონვექციური ღუმელის არსებობა არა მხოლოდ ხარისხზე და მომსახურებაზე, არამედ ხარჯებზე და საბოლოოდ, დაწესებულების მოგებაზეც გავლენას ახდენს. იტალიური კონვექციური ღუმელი Modular BEU664 პროფესიონალური კონვექციური ღუმელი Modular BEU664 დატენიანებით იდეალურია რესტორნის, კაფის ან ბარის სამზარეულოსთვის. ის თანამედროვე და შეუცვლელი აღჭურვილობაა ხორცის, თევზის, საკონდიტრო ნაწარმის, საკვების გასათბობად, ნახევარფაბრიკატების მაღალხარისხიანი და სწრაფი მომზადებისთვის. საკვების მომზადება კონვექციური მეთოდით წარმოებს, რომლის დროსაც წარმოქმნილი ცხელი ჰაერი თანაბრად ნაწილდება ზემოდან ქვემოთ და შემდეგ ქვემოდან ზემოთ ვენტილატორების საშუალებით. ამ მეთოდით მომზადებული ნებისმიერი კერძი გემრიელია და სასარგებლო თვისებები შენარჩუნებული, რადგან მომზადება წარმოებს პრაქტიკულად ზეთისა და ცხიმის გარეშე. ტექნიკური მახასიათებლები: სინის დონეების რაოდენობა: 6; კონტროლის ტიპი: მექანიკური; სინის ზომა, მმ: 600x400; ორთქლის ტენიანობის ფუნქცია: დიახ; სიმძლავრე (კვტ): 7.7; ზომა: 825/710/710 სმ; ვოლტი: 380-415V 3N 50-60Hz. კონვექციური ღუმელი CORECA T04MI იდეალურია მაღაზიების, კაფეების, ბარების, სასტუმროებისათვის. კომპაქტური ღუმელის ზომა საუკეთესოა სამუშაო სივრცის ოპტიმიზირებისთვის, მაღალი წარმადობით გამოირჩევა, სწრაფი, თანაბარი და სრულყოფილი მომზადებით. 4 სინიანი: 60*40 სმ; ზომა: 75*69,5*56 სმ; სიმძლავრე: 6,4 კვ; ვოლტი: 230. 10 სინიანი კონვექციური ღუმელი ორთქლით BEU1064 პროფესიონალურ კონვექციურ ღუმელს Modular BEU1064 დატენიანებით აქვს 10 სინი 60x40 სმ ზომის. დონებს შორის მანძილი 75 მმ, მაღალი კერძების მოთავსების საშუალებას იძლევა. მექანიკური მართვა, ორი კომფორტული სახელურით. ერთი რთავს და არეგულირებს კონვექციის პროცესს, მეორე ტემპერატურის რეჟიმს აკონტროლებს. ტემპერატურის რეგულირება 50-დან 280 ° C- მდეა შესაძლებელი, ხოლო მომზადების დრო მაქსიმუმ 120 წთ-ია. კონვექციური ღუმელი Modular BEU1064 უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, ელეგანტური დიზაინი და მცირე ზომა აქვს, სამზარეულოს ნებისმიერ წერტილში მოთავსების საშუალებას იძლევა. კამერა მკვეთრი კუთხეების გარეშეა დამზადებული, მარტივი და მოსახერხებელი დასუფთავების მიზნით. ორმაგი შუშის კარები მაღალი ტემპერატურისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. Მასში 3 ვენტილატორი არის დამონტაჟებული. ზომა: 83,3*71*101 სმ; სიმძლავე: 11,5 კვ; ვოლტი: 380-415V 3N 50-60Hz. ჩვენს შოურუმში შეგიძლიათ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების კონვექციური ღუმელები შეარჩიოთ. კონსულტანტები პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან, რომელიც თქვენს ბიზნესს საუკეთესოდ მოერგება.