Phone: +995 322 55 08 18

3 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები რესტორატორი უშვებს

3 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები რესტორატორი უშვებს

calendar   11-25-2020
3 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები რესტორატორი უშვებს

შეცდომა # 1

რესტორნების 90% იკეტება სწორედ იმიტომ, რომ ახალი დაწესებულება იქმნება არა მისი კონცეფციისა და ბიზნეს მოდელის მიხედვით, არამედ შენობა-ნაგებობების შერჩევით. ამავე დროს, ხშირად მხედველობაში არ მიიღება ქირის ხარჯები, თანამშრომელთა ხელფასი, პროდუქციის ღირებულება და მოგების საბოლოო თანხა.

ფინანსური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას დაწესებულების ბიზნეს მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოიძიოთ შესაფერისი შენობა.

შეცდომა # 2

დამწყები რესტორატორები ფიქრობენ, რომ რესტორანში ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერიერი, ძვირადღირებული ავეჯი, ჭაღები და ა.შ.  პირველ რიგში რესტორნისთვის უნდა შემუშავდეს კვების კონცეფცია, ხოლო ბარისთვის, სასმელების კონცეფცია. სწორედ ეს განაპირობებს თქვენი დაწესებულების წარმატებას.

შეცდომა # 3

დაწესებულების მეპატრონე უნდა იყოს ამ საქმის პროფესიონალი, რადგან ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არიან სპეციალურად ამ საქმის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც მიანდობთ რესტორნის მართვას.

რესტორატორმა უნდა გაიაროს სპეციალური ტრენინგი და სტაჟირება. რესტორნის მართვის ყველა პროცესის შესწავლით, შეძლებთ შექმნათ საკუთარი ბიზნეს-მოდელი და გახდეთ წარმატებული რესტორატორი.