Phone: +995 322 55 08 18

ცომსაზელი თუ მიქსერი?

ცომსაზელი თუ მიქსერი?

calendar   04-08-2021
ცომსაზელი თუ მიქსერი?

 

საკონდიტრო ნაწარმის არომატი დაწესებულებაში  ახალ სტუმრებს იზიდავს. ცომსაზელი ერთ-ერთი მთავარი აღჭურვილობაა ამ ტიპის საკვების მოსამზადებლად, რომლის ხარისხი ყველა სახის დესერტის გემოსა და გარეგნულ იერს განსაზღვრავს. ცომსაზელი   დაწესებულების საჭიროებების, მენიუსა და  მოდელების მიხედვით უნდა შეირჩეს.

 

რატომ არის საჭირო ცომსაზელი?

რამდენიმე სახის ცომსაზელი არსებობს, თითოეული მათგანი  სხვადასხვა ტიპის ცომთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი. განასხვავებენ ცომსაზელს ზომის, მწარმოებლურობისა და კონსტრუქციის  მიხედვით.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა გადასამუშავებელი ცომის ტიპი განსაზღვროთ,  დღიური რაოდენობა  და სამუშაო ცვლა.

თასის ზომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგან აღჭურვილობის მწარმოებლურობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. პატარა ცომსაზელის მოცულობა 5 ლიტრიდან იწყება, ხოლო დიდს 100 ლიტრზე მეტი პროდუქტის დამუშავება შეუძლია.



არსებობს 3 ტიპის ცომსაზელი:


S- ფორმის. ყველაზე უნივერსალური და გავრცელებული მოწყობილობაა. მას  საშუალო სიმკვრივის საფუარიანი და სხვა სახის ცომეულის მოზელის უნარი აქვს.




Z- ფორმის. უფრო რთულად დამყოლი ცომისთვისაა განკუთვნილი. პირების წყალობით, განსაკუთრებით მაგარი და რთული ცომის მოზელვა შეუძლია.


ჩანგლისებური. შესანიშნავია საფუარიანი ცომის მოსაზელად,   ჩანგლისებური პირის  წყალობით ხელის მოძრაობის სიმულაციას აკეთებს.


არსებობს ცომსაზელები, რომლებშიც მხოლოდ სამუშაო სხეული ტრიალებს, ან პირიქით, ცომიანი თასი. ასეთი ნიუანსი არანაირად არ მოქმედებს ცომის შედეგსა და ხარისხზე. ამასთან, საუკეთესო ვარიანტად პლანეტარული მიქსერი ითვლება, რომელიც ერთდროულად აერთიანებს როგორც მბრუნავ თასს, ისე სამუშაო ორგანოს.




პლანეტარული მიქსერი


როგორც წესი, ცომსაზელი პლანეტარული მიქსერისგან დიდად არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ ცომსაზელს უფრო ვიწრო დანიშნულება აქვს და მხოლოდ რამდენიმე სახეობის ცომისთვისაა შესაფერისი.

მიქსერი არის ფართო დანიშნულების მოწყობილობა. ეს ტექნიკა  არა მხოლოდ ცომი მოზელვის საშუალებას გაძლევთ, არამედ მოამზადოთ სოუსი, ხარისხიანი კრემი ან მუსი ათქვიფოთ. მთავარი პირობა სხვადასხვა პირების გამოყენებაა (კაუჭები, ნიჩბები და სხვა).


სწორი არჩევანის გასაკეთებლად და კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომელი შეიძინოთ, პლანეტარული მიქსერი თუ ცომსაზელი, პირველ რიგში  წარმოების თავისებურებებს და შეფ-მზარეულის სურვილებს უნდა დაეყრდნოთ.