Phone: +995 322 55 08 18

შოკ მაცივარი

შოკ მაცივარი

calendar   12-25-2020
შოკ მაცივარი

შოკური გაყინვა  არის თანამედროვე მეთოდი, საკვები პროდუქტების ხანგრძლივი შენახვის პერსპექტივით. ამ მეთოდის  უპირატესობა - კონსერვანტების არარსებობაა. შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტები ინარჩუნებენ გემოს, სასარგებლო თვისებებს და ანადგურებენ ბაქტერიებს და მიკრობებს.

პროდუქტის ამ ახალი მეთოდით დამუშავების მიზნით, გამოიყენება შოკის საყინულე მაცივარი. ეს არის აპარატი, რომელშიც საკვები ძალიან სწრაფად ცივდება და იყინება. შოკური გაყინვა შეიძლება განხორციელდეს საკვების თერმულად დამუშავებისთანავე. საკონდიტროში ხშირად იყენებენ შოკის მაცივრებს ცომეულის სასურველ ტემპერატურაზე სწრაფად გასაცივებლად. ასევე, შოკ საყინულეში შეგიძლიათ გაყინოთ სხვადასხვა ნახევარფაბრიკატები (ხორცი, თევზი, ფრინველი), მზა ცომის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და სხვა.


საყინულის მოწყობილობა


როგორც წესი, შოკ საყინულეში რამდენიმე განყოფილებაა. მათი ზომა და მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია საწარმოს ბრუნვაზე და შესაბამისად გაყინული პროდუქციის მოცულობაზე. ამ მოწყობილობის საშუალებით თქვენ შეძლებთ პროდუქტის დაგროვებას სამომავლო გამოყენებისთვის, მაგალითდ შეიძენთ სეზონურ პროდუქტებს დაბალ ფასად და შეინახავთ ხანგრძლივი ვადით. ჩვეულებრივი გაყინვისგან განსხვავებით, როდესაც პროდუქტმა შეიძლება დაკარგოს ბუნებრივი ფერი ან მასა, შოკის გაყინვის დროს, სითხე მყისიერად გადაიქცევა ყინულად, რაც გამორიცხავს გრძელვადიან შენახვასთან დაკავშირებულ რისკებს. თქვენი საკვები დიდხანს დარჩება ახალი, ჯანსაღი და გემრიელი.


აარჩიეთ შოკის საყინულე მაცივარი


ჩვენს კატალოგში ნახავთ სხვადასხვა მოცულობის და ტემპერატურის პირობების კარადებსა და შოკური გაყინვის მაცივრებს წამყვანი  მწარმოებლებისგან. ყველა მოწყობილობა გამოირჩევა განსაკუთრებული საიმედოობითა და გამძლეობით. Ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციას  და დაგეხმარებიან იმ მოდელის შერჩევაში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება თქვენს ბიზნესს.