
ყავა შოკოლადში ამოვლებული ვაფლიდან
ყავა შოკოლადში ამოვლებული ვაფლიდან
ევროპის ბევრ ქალაქში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა, რომელსაც ვაფლის ფინჯანში მოგართმევენ. ფინჯანის კედლები დაფარულია შოკოლადით, რომელიც არ დნება მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში. ყავის მოყვარულების და თავად ბარისტების შეფასების თანახმად, ასეთი ყავა განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა.
ყავა შოკოლადით მოჭიქულ ფინჯანში, შეგიძლიათ ზემოდან მორთოთ ნაღების კრემით, ის გარეგნულად ნაყინს დაემსგავსება და სასმელი მეტად ნაზი სტრუქტურის გახდება. Ბავშვებისთვის შეგიძლიათ ყავა ჩაანაცვლეთ რძით, კაკაოთი ან ცხელი შოკოლადით. ყავის ამ ფორმით გაყიდვას დამატებითი უპირატესობა აქვს ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, რადგან არ ხდება გარემოს დაბინძურება ყავის ჭიქებით. ასევე მსგავსი ბიზნეს იდეის შემუშავება შეიძლება კვების სხვა სფეროებშიც, მაგალითად, წვნიანის გაყიდვა მოჭიქულ ჭურჭელში.