Phone: +995 322 55 08 18

სასტუმროს კლასიფიკაცია

სასტუმროს კლასიფიკაცია

calendar   02-12-2021
სასტუმროს კლასიფიკაცია

United Nations World Tourism Organization-ს მიერ მიღებული სტანდარტების მიხედვით, არსებობს სასტუმროების საორიენტაციო  კლასიფიკაცია, თუმცა არ არსებობს ვარსკვლავების შეფასების ერთიანი საერთაშორისო სისტემა. ვარსკვლავების რაოდენობა, სასტუმროს კლასიდან გამომდინარე, შეიძლება იცვლებოდეს 1-დან 5-მდე, თუმცა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებობს 6-7 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რაც გამონაკლისია. სხვადასხვა ქვეყნები ადგენენ თავიანთ სტანდარტებს და მოთხოვნებს ამა თუ იმ რაოდენობის ვარსკვლავის მინიჭების შესახებ. განვიხილოთ მომსახურების ხარისხის შეფასების ზოგადი პრინციპები და მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გარკვეული კატეგორიის მინიჭება ხდება სასტუმროსთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს სასტუმროები ერთნაირი რაოდენობის ვარსკვლავით, მაგრამ ჰქონდეს განსხვავებული დონის მომსახურება. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა შეიძლება დაინახოს + ნიშანი ვარსკვლავების რაოდენობის გვერდით. მაგალითად, 4 * + სასტუმროს აქვს მომსახურების უფრო ფართო ასორტიმენტი და მომსახურების დონის მიხედვით პრაქტიკულად ახლოს არის 5 * სასტუმროსთან.  სასტუმროების კლასიფიკაციისთვის დადგენილია შესაბამისი პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სასტუმროების დაყოფა  სახეობებისა და ტიპების მიხედვით.

 

 

სასტუმროს ნომრებს შორის განსხვავება ვარსკვლავების მიხედვით

 

სასტუმროების კლასიფიკაცია, როგორც წესი, იწყება 2 ვარსკვლავიდან 5 - მდე და რაც უფრო იზრდება ვარსკვლავების რაოდენობა, იზრდება მომსახურების დონე და სასტუმროს კლასი. 1-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძალიან იშვიათია და მხოლოდ  პატარა ქალაქებში გვხვდება. ასეთ დაწესებულებებში არაუმეტეს 10 ნომერია, რომელშიც სტუმრისთვის განთავსებულია საწოლი, ტუმბო და სკამი. თითოეულ სტუმარს ეძლევა თეთრეული, პლედი, ორი ბალიში, ორი პირსახოცი.

2 * სასტუმროს ნომერი მოიცავს  სტანდარტულ საწოლს, გარდერობს და სკამს, და ასევე  ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს. ტუალეტი და საშხაპე შეიძლება იყოს ოთახში, მაგრამ  ხშირად ისინი საერთოა რამდენიმე ნომრისთვის.

3 * სასტუმროს ნომერში არის ყველაფერი, რაც სჭირდება სტუმარს კომფორტული დასვენებისთვის მინიმალურ ფასად. ასეთ ნომრებში  არის საშხაპე პირადი ჰიგიენის  საშუალებების ნაკრები, ქუდი და ჩუსტები და ასევე ბარი-კაფეტერია. ოთახში თითოეული სტუმრისთვის გათვლილია სამი პირსახოცი.

4 * სასტუმრო გამოირჩევა კომფორტით, მაგრამ ზედმეტი ფუფუნებისა და პირველი კლასის მომსახურების გარეშე. შეიძლება არ იყოს 24 – საათიანი მომსახურება და ბარგის მიტანა ნომრამდე. სააბაზანოში არის შეზღუდული კოსმეტიკური და პირადი ჰიგიენის საშუალებები. საწოლისა და გარდერობის გარდა, ოთახში არის რბილი ავეჯი, ყავის მაგიდა და მინიმუმ ოთხი პირსახოცი თითოეული სტუმრისთვის.

5 * სასტუმროს ნომერი გამოირჩევა თავისი ფუფუნებით და გამიზნულია  მომთხოვნ კლიენტზე, რომელიც მზადაა გადაიხადოს მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის და რომელიც სასტუმროს მაღალ მოთხოვნებს  უყენებს. მომსახურება იწყება სასტუმროში შესვლისთანავე, როდესაც პორტერი აიღებს ბარგს. სასტუმროს ნომერი 16 კვ.მ-დან დიდი საწოლით, მაღალი მატრასით, გარდერობით, ხის საკიდებით, კონდიციონერით, ტელევიზორით და მინიბარით. საააბაზანო შეიძლება დამატებით იყოს აღჭურვილი ტელეფონით, ფენით, ბრენდული კოსმეტიკური საშუალებებით და საშხაპე აქსესუარებით. დამატებით, 5 * სასტუმროში გათვლილია საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორნისა და ბარის მომსახურება, სამრეცხაო, ვალუტის გადაცვლისა და 24-საათიანი მომსახურება.

სასტუმროს აღჭურვის მოთხოვნები

ნებისმიერი კლასის სასტუმროების მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს რეპუტაციას, ვარსკვლავების დონეს და კომპანიის იმიჯის. სასტუმროებისთვის აღჭურვილ ობის შერჩევა ხდება მოთხოვნის, დანიშნულების და მახასიათებლების მიხედვით. ნომრის სტანდარტული განლაგება მოიცავს საწოლს, გარდერობს, ტუმბოს, საწერ მაგიდას და სკამს, სავარძლებს, სარკეებს, მინი ბარს, ტელევიზორს, ფარდებს და კონდიციონერს.

საწოლის ხარისხზე მოთხოვნა იზრდება ვარსკვლავების რაოდენობის შესაბამისად, რის გამოც პატარა ზომის საწოლები გვხვდება ბიუჯეტურ სასტუმროებში. მინიბარისთვის მაცივრის არჩევა ხდება სასმელების მოცულობის და ხმაურის დონის გათვალისწინებით. კარადის დიდი ზომა და მასში ხის საკიდის არსებობა მოწმობს ნომრის მაღალ კლასზე (მიუთითებს ნომრის მაღალ კლასზე).

 

სველი წერტილების აღჭურვა ასევე მოითხოვს წესების დაცვას, რომელიც  ითვალისწინებს საშხაპეს, აბაზანას, ფენს, სარკეს, კოსმეტიკური საშუალებების ნაკრებს, სუფთა პირსახოცების საკმარის რაოდენობას და ხალათს. სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა განაპირობებს თითოეული სტუმრისთვის გათვლილ პირსახოცების რაოდენობას.

ლობისა და მიმღების აღჭურვაში შედის საინფორმაციო მაგიდა, გასაღებების უჯრები, რბილი ავეჯი ლობისთვის, ბარგის გადასატანი ურიკები, ქოლგის სადგამი. ამ მოწყობილობებისადმი მოთხოვნები შეესაბამება სასტუმროს კლასს, ამიტომ სტუმრისთვის ყოველი დეტალი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, მომსახურების დონის შეფასებისა და ამავე სასტუმროში დაბრუნების სურვილს.

სასტუმროს დასუფთავების მოწყობილობა მოიცავს პროფესიონალურ მტვერსასრუტებს, ორთქლის გენერატორებს, ფანჯრების საწმენდებს, სხვადასხვა ურიკებს და მანიშნებლებს. აღჭურვილობის არჩევისას, გასათვალისწინებელია  ხმაურის დონე, ასევე შესრულების ხარისხი, ფუნქციონალურობა და სხვა.