Phone: +995 322 55 08 18

რომელი ყავის აპარატი ავირჩიოთ?

რომელი ყავის აპარატი ავირჩიოთ?

calendar   04-23-2021
რომელი ყავის აპარატი ავირჩიოთ?

იტალიაში ამბობენ, რომ კარგი ყავის დასამზადებლად ოთხი M-ის წესის დაცვაა საჭირო, კერძოდ Miscela (ყავის ნაზავი), Macinadosatore (ყავის საფქვავი), Macchina espresso (ყავის აპარატი) და Mano dell'operatore (ბარისტას ხელები).


პირველ რიგში,  აპარატი პროფესიონალური უნდა იყოს. მისი არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ღირებულება და ექსპლუატაცია (მომსახურების, ტექნიკური მომსახურეობის და ელექტროენერგიის ხარჯები).


ასევე უნდა იცოდეთ, რომ ყავის აპარატის ორი ძირითადი ტიპია: მექანიკური და ავტომატური. თუ ამ უკანასკნელს უკვე აქვს ჩაშენებული ყავის საფქვავი, მაშინ მექანიკური სპეციალურად გაწვრთნილ პერსონალს მოითხოვს.



ასევე, მექანიკური ყავის აპარატები განსხვავდება ფინჯანის რაოდენობის მიხედვით, რაც განსაზღვრავს, ერთდროულად რამდენი ფინჯანი ყავის მომზადება შეუძლია ყავის აპარატს. მასში წყალი ავზიდან, ან   წყალმომარაგების სისტემიდან ხვდება.



უხერხულ სიტუაციაში რომ არ მოხვდეთ, აპარატის შეძენამდე წინასწარ უნდა გამოთვალოთ თქვენთვის საჭირო მოცულობა, რათა ყავის მაღაზიამ ან კაფემ  ვიზიტორების ნაკადის გამკლავება შეძლოს.





კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებასა და მიწოდებაში.