Phone: +995 322 55 08 18

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას

calendar   01-14-2021
როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას

კომპანიის სახელწოდების შერჩევაში დაგეხმარებათ სარეკლამო კომპანიები. კომპანიისთვის შესაფერისი სახელის არჩევა ადვილი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.  სწორი სახელი ხომ მისი წარმატების საწინდარია. ახალი კომპანიისთვის ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენს დროში კომპანიის სახელის შექმნა არის მთელი მეცნიერება, რომელსაც "ნეიმინგს" (Naming) უწოდებენ.

 კომპანიის სახელწოდების შექმნას მაქსიმალური სიფრთხილით და სერიოზულობით უნდა მიუდგეთ. ეს პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპის თანმიმდევრულ გავლას.

პირველ ეტაპზე, ხდება ბაზრისა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლა.  სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შედეგად  განსაზღვრავენ ვინ იქნება კომპანიის სამიზნე აუდიტორია. ეს შეიძლება იყოს ბავშვები, მოზარდები, სხვადასხვა დონის შემოსავლის მქონე მამაკაცები და ქალები.

მეორე ეტაპზე შემუშავებულია დასახელების ზოგადი კონცეფცია. იდეალურ შემთხვევაში, უნდა იყოს რამდენიმე სახელწოდება, რომ გამარტივდეს არჩევანის გაკეთება.

 მესამე ეტაპზე ხდება სახელის შერჩევა. გამოვლენილი ყველაზე წარმატებული სახელები შეიძლება შეიცავდეს 5  ან მეტ ვარიანტს. ამავდროულად, მუშავდება ლოზუნგების მაგალითები, რომელმაც შემდგომში ეფექტურად  უნდა შეუწყოს ხელი ბრენდის პოპულარიზაციას. პარალელურად სარეკლამო კომპანია იწყებს ბრენდის ვიზუალურ მხარეზე მუშაობას.

საბოლოო მეოთხე ეტაპზე ამტკიცებენ ერთ შესაფერის სახელს. ამის შემდეგ, ხდება სარეკლამო მასალების დაბეჭდვა, ტანსაცმელის დაბრენდვა, ვებსაიტის შექმნა და სხვა.

 როგორ შევარჩიოთ სახელი დამოუკიდებლად 

 ზემოთქმულიდან, ცხადია, რომ სახელის შერჩევის პროცესი არ არის მარტივი, იგი მოითხოვს დიდ დროს, კვლევას და ძალისხმევას. თუმცა არცთუ იშვიათად მეწარმეები კომპანიის სახელს დამოუკიდბლად არჩევენ.

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ სახელწოდების შერჩევა სპეციალურ საიტებზე. ყველაზე პოპულარული გვერდებია:

NAMESPACE.GE - თუ ვერ შეარჩიეთ დომენური სახელი, ან სასურველი დომენი დაკავებულია და ალტერნატიული სახელი გჭირდებათ, ეს საიტი დაგეხმარებათ იდეების გენერაციაში;

DOMENEBI.GE  - ეს რესურსი ამოწმებს დომენის სახელის უნიკალურობას და ახდენს ახალი დომენის რეგისტრაციას;

NAMINUM.COM - მათი დახმარებით  კომპანიების ან პროდუქტების სახელების იდეებს მოიძიებთ;

NAMECHECK.COM - ეს რესურსი ამოწმებს სახელის უნიკალურობას; 

PANABEE.COM არის კიდევ ერთი სახელის შერჩევის გენერატორი.

 

დასასრულს, თუ რა უნდა დაარქვათ კომპანიას, რომ ის წარმატებული იყოს, გაითვალისწინეთ შემდეგი:

სახელი უნდა იყოს აზრიანი, ადვილი, დასამახსოვრებელი, მოკლე და უნიკალური.