Phone: +995 322 55 08 18

როგორ ავირჩიოთ ფართი კაფე ან რესტორნისთვის?

როგორ ავირჩიოთ ფართი კაფე ან რესტორნისთვის?

calendar   11-12-2020
როგორ ავირჩიოთ ფართი კაფე ან რესტორნისთვის?

ადგილმდებარეობის არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოთ საწარმოს კონცეფციით. სწრაფი კვების კაფეები უნდა განთავსდეს ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში, მეტროს, სავაჭრო ცენტრებისა და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარედ. პრემიუმ კლასის რესტორნების განთავსება კი უნდა მოხდეს ქალაქის ცენტრში. მეორე ფაქტორი არის კონკურენტული კომპონენტი. საკუთარი კვების საწარმოს გახსნამდე აუცილებელია შეაგროვოთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისთანაც მოგიწევთ კონკურენცია: თქვენს მახლობლად რომელი კაფეები და რესტორნებია განთავსებული , რა საფასო სეგმენტი აქვთ და ვინ არის სამიზნე აუდიტორია, როგორ იზიდავენ ისინი მომხმარებლებს? უარი თქვით ერთ ქუჩაზე მესამე პიცერიის გახსნის იდეაზე . ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება გახსნათ სუში ბარი ან ყავახანა. თუ კონკურენტის საპირწონედ რაიმეს შეთავაზება შეგიძლიათ, მაშინ მომხმარებელი აუცილებლად მოვა. ხალხმრავალი ადგილი- ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. რესტორატორმა არ უნდა შეარჩიოს დაუსახლებელი ტერიტორიები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი სამზარეულოს ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელიც კი მოვიდეს მიუწვდომელ ტერიტორიაზე საყვარელი კერძის მისართმევად. შეაფასეთ სატრანსპორტო სიტუაცია - არის თუ არა პარკინგი და რამდენად მოსახერხებელია დაწესებულებამდე მისვლა. როდესაც არჩევანის წინაშე დგახართ - მყუდრო გარემონტებული ფართი, განთავსებული შენობის უკან ეზოში ან გზის მახლობლად არსებული ფართი, რომელიც გარემონტებას საჭიროებს - უპირატესობა მიანიჭეთ მეორე ვარიანტს. კაფე გზასთან, თვალსაჩინო ადგილას არ დარჩება შეუმჩნეველი მომხმარებლებს. კიდევ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ადგილის არჩევისას? შენობის დანიშნულება. შენობის შეძენამდე ან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე მოიძიეთ ინფორმაცია წინამორბედი კომპანიის საქმიანობის შესახებ. თუ კაფე და ბარი იყო, თქვენ გაგიმართლათ, რადგან უკვე გამზადებული სამზარეულო, სველი წერტილები და საწყობები დაგხვდებათ. თუ ოფისი ან მაღაზია, მაშინ დაგჭირდებათ განახლება და რემონტი. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რატომ დაიხურა იგი. შეამოწმეთ მომსახურების შეფასების დონე მაგალითად, TripAdvisor- ში. თუ წინამორბედს აქვს დაბალი რეიტინგი და ბევრი უარყოფითი მიმოხილვა, შესაძლოა ეს თქვენზეც ცუდად აისახოს. ფართი საცხოვრებელ კორპუსში. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში 22:00 საათის შემდეგ შეუძლებელია ხმაურიანი წვეულებებისა და ღონისძიებების ჩატარება; თუ შენობა აკმაყოფილებს თქვენს იდეებსა და მოთხოვნებს, ახლა იურიდიული საკითხების მოგვარების დროა. იჯარა უნდა დაიდოს მინიმუმ 12 თვის ვადით, საუკეთესო ვარიანტია 5 წლით. ამ პერიოდის განმავლობაში, თუ დოკუმენტს სწორად შეადგენთ, შენობის მფლობელი ვერ შეძლებს იჯარის თანხის გაზრდას.