Phone: +995 322 55 08 18

პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანები

პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანები

calendar   01-19-2021
პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანები

 ჭურჭლის სარეცხი მანქანები ადამიანებს შრომას უმსუბუქებენ,  შესაძლებელია დიდი რაოდენობით ჭურჭლის რეცხვა სწრაფად და ეფექტურად, ამასთანავე გვიზოგავენ დროს, ელექტროენერგიას, წყალს და სახსრებს. ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობა და რესტორნის ჭურჭელი კვების ობიექტების სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა. მანქანები უზრუნველყოფენ  საიმედო დეზინფექციას მაღალი ტემპერატურის ხარჯზე, რომლის მიღწევა შეუძლებელია ხელით რეცხვისას.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანების უპირატესობები

 

 პროფესიონალურ ჭურჭლის სარეცხ  მანქანებს არა ერთი უპირატესობა აქვთ ხელით რეცხვასთან შედარებით.

პირველ რიგში,  ზოგავთ სახსრებს პერსონალის ანაზღაურებაზე.

მეორე, მნიშვნელოვნად მცირდება წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება. მუშაობის ერთი ციკლისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოიხმარს სამ ლიტრ წყალს და მინიმალური რაოდენობის სარეცხ საშუალებებს.

მესამე, შეუძლებელია ხელით დიდი რაოდენობის ჭურჭლის გარეცხვა მოკლე დროში, თუმცა ჭურჭლის სარეცხი მანქანა ამას აკეთებს სულ რამდენიმე წუთში.

რეცხვის დრო დამოკიდებულია შერჩეულ ციკლზე. ჭურჭლის ურიკა დაგეხმარებათ სწრაფად ჩატვირთოთ და დაცალოთ თეფშები, ჭიქები, კათხები, კოვზები და ჩანგლები.

აირჩიეთ გამძლე სარეცხი მანქანები

 

 ჭურჭლის სარეცხი მანქანის არჩევა მარტივი საქმე არ არის. ძირითადი პარამეტრები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება: პროდუქტიულობა, ერთი სამუშაო ციკლის ხანგრძლივობა და მოცულობითი ზომებია.

  კვების დაწესებულების სამზარეულოს აღჭურვა  მიანდეთ პროფესიონალებს. მოწყობილობის პროდუქტიულობა უნდა ემთხვეოდეს ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის იმ რაოდენობას, რომელთა გარეცხვაც საჭიროა დღის განმავლობაში.

ჭურჭლის სარეცხი მანქანები იყოფა შემდეგ ტიპებად:

 - ფრონტალური;

- გუმბათოვანი;

- კონვეირული;

- სპეციალიზებული.

 ფრონტალური ჭურჭლის სარეცხი მანქანა ოპტიმალურია მცირე პროდუქტიულობის დაწესებულებებისთვის. ამ ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოირჩევა კომპაქტური ზომით - ის მარტივად თავსდება ბარის დახლსა თუ სამზარეულოს სამუშაო მაგიდის ქვეშ. საშუალო პროდუქტიულობა საათში 700 თეფშია, ხოლო ჭურჭლის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 32 სანტიმეტრს.

 გუმბათოვანი ჭურჭლის სარეცხი მანქანები გამოირჩევა მაღალი მუშაობის მაჩვენებლებით - დაახლოებით 1200 თეფში / საათში. გუმბათოვანი ჭურჭლის სარეცხი მანქანა საშუალებას გაძლევთ დარეცხოთ არა მხოლოდ თეფშები, ჩანგლები, დანები და კოვზები, არამედ ლანგრები და სხვა უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი. რეკომენდებულია აღჭურვილობის პირდაპირ ცხელი წყლით უზრუნველყოფა, რადგან ეს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ელექტროენერგიას. გუმბათოვანი მანქანები აღჭურვილია დანაყოფებით თეფშებისთვის, უჯრებით, რომლებიც კომფორტულად იტევს დანებს, ჩანგლებსა და კოვზებს.

 კონვეიერის ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა ხასიათდება ყველაზე მაღალი სიჩქარით და პროდუქტიულობით. ეს ტექნიკა განკუთვნილია მსხვილი კვების ობიექტებისთვის, სადაც საჭიროა დღეში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჭურჭლის გარეცხვა. კონვეირული მანქანა რეცხავს 1200 – 6000 თეფშამდე საათში.

 სპეციალიზებული სარეცხი მანქანები ფართოდ გამოიყენება დიდი ზომის ჭურჭლის გასარეცხად: საცხობი ლანგარი, ტაფა, ქვაბი,  დიდი დიამეტრის თეფშები და სხვა. ამ ტიპის ჭურჭლის სარეცხ მანქანებში წყალი ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი წვდება და ჭურჭელი იდეალურად ირეცხება. ამ მოწყობილობის წყალობით  ჭურჭელზე მიმწვარი საკვების გარეცხვაც კი შესაძლებელია.

  ბარებს, რესტორნებსა და კაფეებს ესაჭიროებათ სპეციალური ჭიქების სარეცხი მანქანა. მოწყობილობა რეცხავს 1500-დან 2000 - მდე ჭიქას ერთ საათში. რეცხვის ციკლი დაახლოებით 2 წუთია. მინის ჭურჭელი მანქანიდან გამოდის წვეთებისა და ლაქების გარეშე.


პროფესიონალური ჭურჭლის სარეცხი მანქანების  ნახვა შეგიძლიათ ჩვენს შოურუმში. გვეწვიეთ კონსულტაციისთვის.

 სარეცხი მანქანების წყალობით თქვენი ჭურჭელი და უჟანგავი ფოლადის დანა-ჩანგალი ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება!