Phone: +995 322 55 08 18

პროფესიონალური კრეპის აპარატი

პროფესიონალური კრეპის აპარატი

calendar   12-29-2020
პროფესიონალური კრეპის აპარატი

კრეპები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ბევრი დიასახლისი ანებივრებს ოჯახის წევრებს ბლინებით. კრეპი პოპულარული პროდუქტია როგორც კაფეებისთვის, ასევე რესტორნებისთვისაც.  არსებობს დაწესებულებები, რომლებიც სპეციალიზირებულია მხოლოდ ბლინების ცხობაში  სხვადასხვა სახეობის შიგთავსით. ასეთ დაწესებულებებში იყენებენ კრეპის პროფესიონალურ აპარატებს.

 სახლის პირობებში მცირე რაოდენობით ბლინების მომზადებაა შესაძლებელი ტაფაზე, ხოლო კაფეებისა და რესტორნებისთვის პროფესიონალური მიდგომაა საჭირო. სპეციალურად ამ მიზნებისათვის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის გამოიგონეს პროფესიონალური ელექტრო  კრეპის აპარატი.

კრეპის  აპარატის ზედაპირი, როგორც წესი თუჯისგან არის დამზადებული. ბლინების მომზადება არ საჭიროებს ცხიმის გამოყენებას, ის არ იწვის, ზედაპირი არ იკრავს და თანაბრად ცხვება.

კრეპის აპარატი წარმოდგენილია ერთი ან ორი სამუშაო ზონით, ჩვენთან ორივეს შეძენა შეგიძლიათ. შეკვეთის გასაფორმებლად ან აპარატის ღირებულებისა და სხვა მახასიათებლების გასარკვევად, მოგვწერეთ და ჩვენი კონსულტანტები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ.