Phone: +995 322 55 08 18

პიცის პროფესიონალური შეშის ღუმელი

პიცის პროფესიონალური შეშის ღუმელი

calendar   03-13-2021
პიცის პროფესიონალური შეშის ღუმელი

პიცის პროფესიონალური შეშის ღუმელი შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებითა  და მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გემრიელი იტალიური პიცისა და სხვა მრავალი კერძის ცოცხალ ცეცხლზე სწრაფად და ეფექტურად მომზადება. Alfa Forni– ს პროფესიონალური პიცის ღუმელი თქვენი მზარეულების  შეუცვლელი ასისტენტი გახდება .

Alfa Forni ამ ტიპის აღჭურვილობას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამზადებს. "ჩვენს წარმოებაში ტრადიციებისადმი პატივისცემაა მიღებული, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ინოვაციებისთვის გახსნილი ვართ. ეს საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ლეგენდარული პომპეუსის შეშის ღუმელების ფართო ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხის შესრულებით."

აღჭურვილობის წარმატების საიდუმლო


შეშის ღუმელები პიცერიებისა და რესტორნებისთვის ბუნებრივი ცეცხლგამძლე თიხისგან მზადდება, დროში გამოცდილი ტექნოლოგიებისა და იტალიელი სპეციალისტების მიერ. ამ მასალას აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს სითბო, რაც უგემრიელესი კერძების მომზადების საშუალებას მოგცემთ. ცალკე უნდა ვთქვათ შეშის ღუმელში გამომცხვარ პიცაზე. მსუბუქი, თხელი, ხრაშუნა ცომითა და ნაზი შიგთავსით ... კიდევ რა არის საჭირო, რომ თქვენი დაწესებულება მომენტალურად პოპულარული გახდეს?

Alfa-ს პროფესიონალური ღუმელების არჩევანი


Alfa Forni- ს კატალოგში, თქვენ პროფესიონალურ ნახშირის ღუმელს იპოვით. ჩვენ გთავაზობთ პროდუქციას როგორც დიდი, ასევე პატარა პიცერიებისთვის და კაფეებისთვის.

მოდულური ღუმელები

რესტორნის მოდულური შეშის ღუმელი მთლიანად ცეცხლგამძლე თიხისგანაა დამზადებული. იგი რამდენიმე ელემენტისგან შედგება. იმის გამო, რომ შეშის ღუმელის ყველა ნაწილი მსუბუქია, მისი მონტაჟი პიცერიაში დისკომფორტსა და სირთულეებს არ იწვევს. მოდულური ნახშირის მოდელებს მიმზიდველი ტრადიციული დიზაინი აქვთ, ამიტომ ის თქვენს ინტერირში დახვეწილი დეკორატიული ელემენტი იქნება

მზა ღუმელები

მზა ღუმელები, რომლის აწყობას არცერთი წუთი არ სჭირდება. ისინი ინსტალაციისთვის სრულიად მზა კონსტრუქციას წარმოადგენენ, რომელსაც ყიდვის შემდეგ, ყუთიდან ამოიღებთ და სასურველ ადგილას განათავსებთ. კორპუსი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, ხოლო შიდა ნაწილი ცეცხლგამძლე თიხისგან. გახურებული ნახშირი საჭირო ტემპერატურას ქმნის და ნამდვილი იტალიური პიცის მომზადების საშუალებას გაძლევთ.

პროფესიონალური ღუმელების თვისებები

ღუმელები რამდენიმე პიცის ერთდროულად გამოცხობის საშუალებას იძლევა, რათა თქვენი მომხმარებლები მომსახურების სისწრაფით კმაყოფილი დარჩნენ. ამავე დროს, თითოეული ნაწარმი თანაბრად ცხვება და სირბილეს ინარჩუნებს, კიდეების გამოშრობის გარეშე.


თუ გსურთ მიიღოთ კომპეტენტური რჩევა ან შეიძინოთ ღუმელი რესტორნის, პიცერიის ან კაფესთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ.