Phone: +995 322 55 08 18

მინის პროდუქცია რესტორნებისა და სასტუმროებისთვის

მინის პროდუქცია რესტორნებისა და სასტუმროებისთვის

calendar   04-19-2021
მინის პროდუქცია რესტორნებისა და სასტუმროებისთვის

ჩვენთან შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა სახის ჭურჭელი.

ყველა პროდუქტი  გამძლე მინისგან მზადდება, პროფესიონალური მინის ჭურჭელში კედლები გასქელებულია და შედეგად ინტენსიურ მოხმარებას უძლებს.

 

ჩვენი ასორტიმენტიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ბარის, რესტორნის ან სასტუმროს აღჭურვილობა, რომელიც თქვენს კორპორატიულ სტილს სრულად შეესაბამება. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალე ან ფერადი მინისგან დამზადებულ ჭურჭლის ფართო ასორტიმენტს, გლუვი ან ტექსტურირებული ზედაპირით -   ნებისმიერი დიზაინის ჭურჭლის  იდეა ჩვენს ასორტიმენტშია  წარმოდგენილი.

ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ მაღალხარისხიან, გამოცდილ პროდუქციას  ხელმისაწვდომ ფასებში, ვინაიდან ჩვენ პირდაპირ ვთანამშრომლობთ მწარმოებელ კომპანიებთან.



რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან?

 

ამ ბაზრის სეგმენტში ჩვენ უკვე დიდი ხანია წარმატებით ვმუშაობთ. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები მზად არიან პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მრავალ ასპექტში.


ყველა პროდუქტი  გამოცდილია და   დადებითი რეკომენდაციები აქვს მიღებული, ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული კვების ობიექტების მფლობელებისგან.


ეფექტურობა. ჩვენი კონსულტანტები ყოველთვის კონტაქტზე არიან. ნებისმიერ კლიენტს  შესაძლებლობა აქვს კვალიფიციური დახმარება თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს.

 

კეთილგანწყობა ურთიერთობებში. ახალბედა რესტავრატორებისთვის ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა  დამწყებ ბიზნესმენებს გავუზიაროთ.

 

კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით და სიამოვნებით დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებასა და მიწოდებაში.