
კოქტეილების მიქსერი ბარისთვის
კოქტეილების მიქსერი ბარისთვის
მრავალფეროვანი ბარის მოწყობილობები - პროფესიონალური მიქსერები კოქტეილებისთვის - ძირითადად გამოიყენება მათი დანიშნულებისამებრ - სხვადასხვა სასმელის შერევისა და კოქტეილების მოსამზადებლად, "შეიკებისთვის"და ა.შ. მიქსერის გამოყენებით კოქტეილების დამზადება საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ სასმელების სტანდარტული ასორტიმენტი და ვიზიტორები ახალი უნიკალური გემოთი გააოცოთ, ასევე ბარმენის სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივოთ.
რძიანი კოქტეილებისა და სხვა სასმელების მიქსერები
უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რაც ამ აღჭურვილობის მაღალ საიმედოობასა და ხანგრძლივ
მუშაობას უზრუნველყოფს. ჩვეულებრივ, ერთ თასში
მხოლოდ ერთი სასმელი მზადდება. თუ ერთდროულად
რამდენიმე სასმელის მომზადება გსურთ, მაშინ მრავალფუნქციური მიქსერები აარჩიეთ: ორი
ან სამ თასიანი.
ჩვენს კატალოგში და შოურუმში ცნობილი იტალიური და თურქული წარმოების კოქტეილის მიქსერებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს მაღალი საიმედოობა და მომსახურების ვადა აქვს, მაგრამ დანიშნულების მიხედვით განსხვავდება. თუ რჩევა გჭირდებათ დაგვიკავშირდით და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ.