Phone: +995 322 55 08 18

კონვექტომატი

კონვექტომატი

calendar   01-24-2021
კონვექტომატი

სიტყვა კონვექტომატის წარმოთქმისას ადამიანების უმეტესობა წარმოიდგენს ხოლმე დიდ, რთულ ელექტრომექანიკურ  მოწყობილობას, რომლის გამოყენება მხოლოდ სპეციალურად გაწვრთნილ ადამიანს შეუძლია. გარეგნულად ჰგავს ჩვეულებრივ ღუმელს, კონვექტომატი (კომბინირებული ორთქლის ღუმელი ) არის  საუკეთესო აღჭურვილობა კერძების მოსამზადებლად.

კონვექტომატს  შეუძლია ჩაანაცვლოს თქვენი რესტორნის, კაფესა თუ კვების სხვა საწარმოში არსებული აღჭურვილობის ნახევარი - მისი საშუალებით შეგიძლიათ  გაალღოთ, გამოაცხოთ, შეწვათ, ხარშოთ, ჩაშუშოთ და გაათბოთ პროდუქტები.

კერძების მომზადება კონვექტომატში

ღუმელში კერძი მზადდება ცხელი ჰაერის, ორთქლის ან ორივე კომბინაციის ზემოქმედებით. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერისა და ორთქლის თანაბრად განაწილება მოხდეს მომზადების პროცესში - ეს შეამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს და მზარეულის შრომას.

ჰერმეტულად დახურული კარი, თერმული იზოლაცია, შიდა კამერის  სპეციალური ფორმა და ვენტილატორის მუშაობა უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარ გათბობას. პროდუქტი  ინარჩუნებს თავდაპირველ წონას, სასარგებლო თვისებებსა და გემოვნობას.

კონვექტომატის შეძენა და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ავტორიზებული მომწოდებლის მეშვეობით. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გარანტირებული იყოს აღჭურვილობის საიმედოობა და საგარანტიო მომსახურება.

 

ჩვენ გთავაზობთ წამყვანი მწარმოებლების აღჭურვილობას, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.

 

თუ გსურთ შეიძინოთ კონვექტომატი ან გჭირდებათ კონსულტაცია ნებისმიერი სხვა პროფესიონალური აღჭურვილობის შესარჩევად რესტორნის, კაფის, მაღაზიის ან  საცხობისთვის, მოგვწერეთ და ჩვენი კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენთვის სასურველ პროდუქციაზე.