Phone: +995 322 55 08 18

გემრიელი და ჯანსაღი კერძები გრილის მეშვეობით

გემრიელი და ჯანსაღი კერძები გრილის მეშვეობით

calendar   03-19-2021
გემრიელი და ჯანსაღი კერძები გრილის მეშვეობით

 თანამედროვე, პროფესიონალური გაზის, ნახშირის და ელექტრო გრილები, რომელიც ენერგიის წყაროთი მუშაობს, ხელს უწყობს მენიუს გამრავალფეროვნებას შემწვარი ხორცით, თევზითა და ბოსტნეულით.

თანამედროვე გრილის ტიპები

შეგიძლიათ დაუსრულებლად იკამათოთ იმაზე, თუ რომელი ტექნიკა არის უკეთესი. ყველას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. განასხვავებენ ნახშირის, გაზის და ელექტრო გრილს სახურავით ან სახურავის გარეშე. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ HoReCa– სთვის ადაპტირებული მოდელების გამოყენებას.


კონტაქტური გრილები - პროდუქტის შეხება ხდება გახურებულ ზედაპირთან.

- როლიკებით - მომზადება ხორციელდება უწყვეტი ბრუნვის გამო; იდეალურია  ძეხვეულის, სოსისებისა და სარდელებისთვის;

- პრეს გრილი - იდეალურია სენდვიჩების, "ტოსტების" და შაურმის მოსამზადებლად;

- გრილი ნახშირზე - 300 ° C ტემპერატურაზე პროდუქტის ფორები იბლოკება, კერძი წვნიანი და ნაზი გამოდის, ზედმეტი ცხიმისგან თავისუფლდება და წარმოიქმნება მადისაღმძვრელი მობრაწული ქერქი; ამ ტიპის გრილი განკუთვნილია ისეთი კერძებისთვის, რომელთა მომზადების დრო არ აღემატება 30 წუთს.


უკონტაქტო გრილები - შეიძლება იყოს შამფურისა და კარუსელის ტიპის


- ლავას ტიპის გრილი -  პროდუქტების ფართო ასორტიმენტისთვის გამოიყენება: ხორცი, ფრინველი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული.

 

- ვაპო გრილი - შეწვის პროცესი  წყლის აბაზანის ტექნოლოგიას ემყარება: სამუშაო ზედაპირის ქვეშ მოთავსებულია კონტეინერი წყლით, მაღალი ტემპერატურული ზემოქმედება ორთქლის წარმოქმნას ხელს უწყობს; აღჭურვილობას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: მზა პროდუქტი ინარჩუნებს წვნიანობას, პროდუქტის წონის უმნიშვნელო შემცირება, ნამწვის არარსებობა;

 

- გრილი სალამანდრა - გაცხელება ხდება ზემოდან, ტემპერატურა  გამაცხელებელ ელემენტსა და პროდუქტს შორის მანძილის შემცირებით ან გაზრდით რეგულირდება.

 

ნებისმიერი დაწესებულების სამზარეულოს მუშაობა ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ნახშირის გრილების გამოყენებას, რომლის დამონტაჟება მხოლოდ ღია სივრცეშია შესაძლებელი.

 

გაზისა და ელექტრო მოდელებს სავალდებულო პირობებიდან მხოლოდ ელექტროენერგიის წყაროსთან სჭირდებათ მიერთება.


გრილის მოხმარების წესები

 

პროდუქტები ზეთის დამატების გარეშე მზადდება და ეს პროცესი  საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. კერძების კალორიულობა მცირდება ცხიმის არარსებობის გამო, კანცეროგენები არ გამოიყოფა, როგორც ხანგრძლივი შეწვის პროცესის დროს.

 

თუ თქვენ გრილის შეძენას აპირებთ  - დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი წესი:

ხორცს მაღალი ტემპერატურა უყვარს. საჭიროა გრილის წინასწარ გახურება;

არ გამოიყენოთ გაყინული პროდუქტები;

ნაჭრები თანაბარი ზომის უნდა იყოს;

დანა და ჩანგალი მზაობის დასადგენად არ გამოიყენოთ - ეს გამოიწვევს წვენის დაკარგვას;

მარინადები და სოუსები თქვენს კერძებს განუმეორებელ გემოს შესძენს.

 

ღია ცეცხლზე მომზადებული საკვები რესტორანს ახალი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება, განსაკუთრებით თბილ სეზონზე.

გრილზე შემწვარი პროდუქტების პოპულარობას ლოგიკური ახსნა აქვს. ჯერ ერთი, გემრიელია, მეორე, ჯანსაღია, მესამე, ათ წუთში მზადდება. ამიტომ, მათი მენიუში შეტანა გამართლებული იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატით მუშაობს თქვენი დაწესებულება.