
ბიზნეს იდეა: განსხვავებული დესერტების კაფე
ბიზნეს იდეა: განსხვავებული დესერტების კაფე
დღესდღეობით კვების ობიექტების კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ მაინც შეგიძლიათ გააკვირვოთ დახვეწილი სამიზნე აუდიტორია და მისი ყურადღება მიიპყროთ, თუ რაიმე არასტანდარტულ და საინტერესოს შესთავაზებთ. მაგალითად, ორიგინალურმა პროექტმა - გიგანტური და განსხვავებული დესერტების კაფემ, დამწყებ მეწარმეს შეიძლება კარგი შემოსავალი მოუტანოს.
უზარმაზარი ზომის ექსკლუზიური ტკბილეული ნამდვილად დააინტერესებს ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს. ასეთ კაფეში ძალიან სასიამოვნო იქნება ბავშვების დაბადების დღისა და წვეულებების გამართვა.
პროექტის განსახორციელებლად მინიმუმ 100 კვ.მ. ფართი დაგჭირდებათ, დიზაინი ნათელი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი - ინტერიერის დეკორაციიდან დაწყებული ვიტრინის გაფორმებით დამთავრებული. უმჯობესია კომპეტენტურ დიზაინერს მიმართოთ და შედეგი გაამართლებს.