Phone: +995 322 55 08 18

ბიზნესი იდეა-კარამელის ვაშლები

ბიზნესი იდეა-კარამელის ვაშლები

calendar   03-19-2021
ბიზნესი იდეა-კარამელის ვაშლები

ეს ბიზნესი ქუჩის სწრაფი კვების კატეგორიას მიეკუთვნება.  ქუჩის ტკბილეულში ასევე შედის დონატები, ვაფლები და სხვა. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ტკბილი და კალორიულია. ვაშლი კი არა.

კარამელის ვაშლი  მყიდველის თვალწინ მზადდება. მომზადება კი ასე ხდება: ხის შამფურზე კარამელით დაფარული ვაშლი, ნახევრად ამოვლებული  დაჭრილ ან გატარებულ თხილეულში, ჩირებში, დარიჩინში, ქოქოსის ფანტელებში, თეთრ ან შავ შოკოლადში და ა.შ. ასეთ ვაშლებს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოზარდებიც სიამოვნებით მიირთმევენ.

რა თქმა უნდა, კარამელის ვაშლის მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება. მაგრამ ის მაინც უფრო გემრიელია, როდესაც პარკში,  სავაჭრო ცენტრში, ტბის და ზღვის პირას მიირთმევ.

კარამელის ვაშლის ბიზნესს, შესაბამისი აღჭურვილობითა და ინიციატორის სამეწარმეო სულისკვეთებით, სიცოცხლის ყველა შანსი აქვს. ბიზნესის შემოსავალი, პირველ რიგში,  სავაჭრო ობიექტის ადგილმდებარეობასა და გაყიდვების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამგვარად გაფორმებულ დესერტს გულგრილად ვერ ჩაუვლი.