უჟანგავი ფოლადი რესტორნის აღჭურვილობაში

უჟანგავი ფოლადი რესტორნის აღჭურვილობაში

რესტორნების აღჭურვილობის წარმოებისთვის გამოყენებული მასალები ყოველწლიურად იხვეწება. მაგრამ ამ სფეროში  აბსოლუტური ლიდერი,  რომელსაც დიდი ხანია წარმატებით იყენებენ არის უჟანგავი ფოლადი, რომლისგანაც კვების ობიექტების სხვადასხვა აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობაა დამზადებული. უფრო მეტიც, აღჭურვილობის ტიპს არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს თერმული, სამაცივრე ტექნოლოგიური თუ სხვა რამ, ამ მასალის გამოყენება ყველგან აქტუალურია.

უჟანგავი ფოლადის ასეთი პოპულარობა განპირობებულია მისი თვისებების გამო. ის აკმაყოფილებს კვების მრეწველობისა და კვების სექტორის ჰიგიენურ, ტოქსიკურ, ეკოლოგიურ მოთხოვნებს.

სარესტორნო აღჭურვილობის ელემენტების წარმოებისას ჩვეულებრივ გამოიყენება ფოლადის კლასები 1.4301 (AISI 304) და 1.4401 (AISI 316). გარეგნული იერსახე ასევე მნიშვნელოვან კრიტერიუმად ითვლება, ვინაიდან რესტორნის აღჭურვილობის მრავალი ელემენტის ესთეტიკური მახასიათებლები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაქტიკული. მასალა უნდა იყოს გლუვი,  ნაკაწრებისა და დეფექტების გარეშე.

რესტორნის აღჭურვილობის ტიპებს შორის უჟანგავი ფოლადი ყველაზე ფართოდ გამოიყენება ტექნოლოგიური აღჭურვილობის ელემენტებში. პირველ რიგში, საჭიროა ყველა ზემოთ ხსენებული ჩამოთვლილი თვისება. მეორე, გამოირჩევა აღჭურვილობის ერთეულების მაღალი სიმტკიცითა და გამძლეობით. უჟანგავი ფოლადის ურიკები ან მაგიდები რეგულარულად მნიშვნელოვან მატერიალურ დატვირთვას განიცდის. ამიტომ სხვა მასალის გამოყენება გაუმართლებელი იქნებოდა.  შეიძლება ტექნოლოგიური ზონის თითქმის ყველა ელემენტზე იგივე ითქვას. რესტორანი  საოჯახო სამზარეულო არ არის. ინტენსიური და რეგულარული წარმოების პროცესები, როგორიცაა საკვების დამუშავება და მომზადება, საკვების მიწოდება, როგორც ფართის, ასევე ჭურჭლის ჰიგიენა – რისკფაქტორია, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული გასტრო კონტეინერები რეგულარულად  მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის, ხოლო ფოლადის ნიჟარა – ცხელი და ცივი წყლის. ამ  ლითონის გარდა გასტრონომიულ სტიქიებს ვერცერთი მასალა ვერ გაუძლებს.

ფოლადი ექსკლუზიურად  საჭრელ აღჭურვილობაშიც გამოიყენება. სლაისერი, მიქსერი, ბლენდერი – ამ ტიპის აღჭურვილობის დანები დამზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისგან, რაც საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ როგორც მათ საიმედოობაში, ასევე თავიდან აიცილოთ გალესვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ფოლადი ასევე ადვილად იწმინდება. ხსენებული გასტრო კონტეინერების, ნიჟარებისა და  თაროების გაწმენდა და გარეცხვა საკმაოდ მარტივია. ვინაიდან სამზარეულოში საკმაოდ ძლიერ გამწმენდ საშუალებებს იყენებენ, ასევე მნიშვნელოვანია მასალის გამძლეობა ქიმიურად აქტიური ნივთიერებების მიმართ.

 

 

 

CaspiGroup – ი გთავაზობთ ყველა ტიპის სარესტორნო აღჭურვილობის ფართო სპექტრს. კატალოგსა თუ შოურუმში შენიშნავთ, რომ ნებისმიერი აღჭურვილობის წარმოებაში გამოყენებული ერთ-ერთი მასალა უჟანგავი ფოლადია. მოგეხსენებათ ეს არ არის მოდა, ტენდენცია ან ახირება, არამედ აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, რაც დამტკიცებულია სარესტორნო ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობით.

საკვების უჟანგავი ფოლადი არის მასალა, რომელსაც ამჟამად ალტერნატივა არ აქვს. უჟანგავი ფოლადის გამწოვი, საპნის დისპენსერები, ხელის საშრობები, ყველაზე რთული გათბობისა და გაგრილების დანადგარების მოწყობილობები.  ჩვენთან აღჭურვილობის შეძენისას მის გამძლეობასა და უსაფრთხოებაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ.