როგორ ავირჩიოთ პროფესიონალური საკონდიტრო ინვენტარი

როგორ ავირჩიოთ პროფესიონალური საკონდიტრო ინვენტარი

პროფესიონალური  საკონდიტრო ინვენტარი გამოიყენება საცხობ საწარმოებში, რესტორნებისა და კაფეების ტექნოლოგიური ზონების საკონდიტრო განყოფილებებში.

ნებისმიერი საკონდიტრო ბიზნესი, ეფექტურ საწარმოს ვერ შექმნის,  პროფესიონალური საკონდიტრო აღჭურვილობისა და ინვენტარის გარეშე.

საკონდიტრო აღჭურვილობის აღწერა და მუშაობის პრინციპი

ინვენტარი უზრუნველყოფს წარმოების სამივე საფეხურს დესერტებისა და ცომეულის მოსამზადებლად.

პირველი არის ფორმირება.  ცომის მასის დამუშავების შემდეგ საჭიროა ცომისთვის სასურველი ფორმის მიცემა. ამ ამოცანას უმკლავდებიან სხვადასხვა ფორმის ცომის საჭრელები,  დანები და ლილვაკები, ყველა სახის გამყოფები და სხვა. ამ ეტაპსვე უნდა მივაკუთვნოთ სილიკონის საგები – მასზე მომავალი პროდუქტის ფორმირება უფრო მოსახერხებელია.

მეორე ეტაპი – ცხობა. ამ ეტაპზე ნაწარმის თერმული დამუშავება ხდება. საცხობი ფორმები, სინები და სპეციალური ქაღალდი გამოიყენება.

მესამე ეტაპი დეკორაციაა. მზა პროდუქტის გაფორმება შრომატევადი და დელიკატური პროცესია, რომელიც კონდიტერის გამოცდილებას მოითხოვს. თანამედროვე ინვენტარი გარკვეულწილად ამარტივებს პროცესს. გამოიყენება სხვადასხვა თავაკები, საკონდიტრო კრემის ტომარა და სხვა.

ამრიგად, პროფესიონალური საკონდიტრო ინვენტარი საშუალებას მოგცემთ დესერტებისა და ცომეულის წარმოების სრული ციკლი თქვენს პროექტს მოარგოთ.

 

საკონდიტრო ინვენტარის მუშაობის წესები

საკონდიტრო ნაწარმის ან საცხობის აღჭურვილობის თითოეულ ელემენტს აქვს საკუთარი მოვლის წესები. ეს განპირობებულია წარმოებაში გამოყენებული სხვადასხვა მასალებით. უჟანგავი ფოლადი, პლასტმასი, სილიკონი და ქაღალდიც კი – პრობლემატურია საერთო ინსტრუქციების გამოტანა.

გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • სამუშაო სივრცის ოპტიმიზაციისთვის ღია თაროები გამოიყენება.
  • ინვენტარის გაწმენდა ხორციელდება ხელით, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
  • აუცილებელია საკონდიტრო ინვენტარის გარეცხვა არა მხოლოდ ცვლის ბოლოს, არამედ თითოეული წარმოების ციკლის შემდეგ.
  • გამოიყენეთ პროფესიონალური საწმენდი საშუალებები.
  • საკონდიტრო ტომრებს აშრობენ ელექტრო საშრობ კარადაში. ეს არის ყველაზე ეფექტური და ჰიგიენური გზა.
  • ექსპლუატაციის ზუსტი წესები თითოეული მოდელის ინსტრუქციაშია გაწერილი.

 

როგორ ავირჩიოთ პროფესიონალური საკონდიტრო ინვენტარი

პირველი კრიტერიუმი – არჩევანი პროდუქციის ასორტიმენტიდან გამომდინარე გააკეთეთ.

მეორე ასპექტი – სამზარეულოს დატვირთვა. კონდიტერები არ უნდა მოცდნენ, სანამ ინვენტარი ირეცხება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რამდენიმე კომპლექტი.

მესამე პარამეტრი – მასალები და ხარისხი. დამოკიდებულია რეცეპტზე, დამუშავების მეთოდებსა და ტექნოლოგიურ პროცესებზე საკონდიტრო საცხობში.

პროფესიონალური აღჭურვილობის შერჩევის უმარტივესი გზაა უფასო კონსულტაციის მიღება CaspiGroup ექსპერტებისგან.

ჩვენმა ექსპერტებმა არა ერთი საცხობი თუ საკონდიტრო დააპროექტეს, ამიტომ ისინი კონკრეტული პროექტისთვის ინვენტარის ოპტიმალურ კომპლექტს შეგარჩევინებენ.